ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტს, იქნება ეს პროდუქტების, თუ საიუველირო მაღაზია, საკონდიტრო ან თუნდაც, კვების ობიექტი, გამართულად მუშაობისთვის სჭირდება ისეთი პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ობიექტის მუშაობის შესახებ არსებულ ყველა ინფორმაციას და გაუადვილებს მენეჯერს თუ მომუშავე პერსონალს საქმეს.
რამდენიმე წლის წინ შეიქმნა პროგრამა ოპტიმო, რომელიც მისი ფუნქციონალით იმდენად ერგება სავაჭრო ობიექტების მუშაობის პრინციპს და იმდენად საჭირო და აუცილებელია მისი არსებობა ასეთი ტიპის მარკეტებში, რომ მას უკვე მაღაზიის პროგრამას ეძახიან.
როგორ ეხმარება ოპტიმო ბიზნესს მუშაობაში?
ოპტიმო გახლავთ ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის ციფრული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე, მთავარი მიზანი კი სამუშაო პროცესების გამარტივებაა. მისი მრავალფეროვანი ფუნქციონალით და ანალიტიკით შესაძლებელია მაღაზიის მარაგების მართვა, პროდუქტისა და შემოსავლების აღრიცხვა, სტატისტიკების ნახვა, ინვენტარიზაცია და.ა.შ.
მარაგების სწორად მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ბიზნესის წარმატებას განაპირობებს, ხოლო მისი უხარვეზოდ აღრიცხვა – საკმაოდ რთული პროცესი.
ოპტიმოს ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მარაგების შეცდომებისა გარეშე აღრიცხვა და მართვაა. პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის აღრიცხვით, დღე – ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, გექნებათ განახლებული ინფორმაცია საწყობსა და დახლებზე არსებული ნაშთების შესახებ, რაც თავის მხრივ ეხმარება ბიზნესის მენეჯერს, რომ მუდმივად ჰქონდეს ობიექტზე ბესტსელერი პროდუქტები, არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი რომელიმე ასეთ სახეობაზე და დროულად იქნეს შევსებული მარაგი.
მარაგების შესახებ არსებული სწორი ინფორმაციის საფუძველზე საწყობში უმიზნოდ ადგილს არ დააკავებინებთ ისეთ პროდუქტებს, რომელსაც უჭირს რეალიზაცია, სამაგიეროდ, შეძლებთ შეისყიდოთ ის, რაზეც ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა და რის გამოც მომხმარებელი სტუმრობს თქვენს ობიექტს.
გაყიდვები, შესყიდვები და მოგება ის ძირითადი ინფორმაციაა, რომელიც ეხმარება ბიზნესის მენეჯერს, დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები უკეთესი შედეგის მისაღწევად. ოპტიმოს დახმარებით მუდმივად შეძლებთ აკონტროლოთ გაყიდვები, შესყიდვები, მომგებიანობა, მაშინაც კი, თუ თქვენი ობიექტისგან ფიზიკურად შორს იქნებით.
გაყიდვები ხომ პირდაპირ კავშირშია მარაგების სწორ აღრიცხვასთან და კონტროლთან. თუ მოთხოვნადი პროდუქტები არ გექნებათ მარაგში, ბუნებრივია, მოიკლებს გაყიდვები და შემოსავალი, რაც დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს ბიზნესზე.
როგორც ხედავთ, ჯაჭვური პრინციპით ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი და მიბმული, ამიტომ უმჯობესია მყარი და სწორი საფუძველი ჩაუყაროთ ბიზნესს, რაშიც მაღაზიის პროგრამა ოპტიმო დაგეხმარებათ, რომელიც მუდმივად მოგაწვდით სწორ ციფრებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რაც განვითარებაზე ორიენტირებული ქმედებების წინაპირობა იქნება.
ოპტიმო მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა და მასში მუშაობა არ მოითხოვს რაიმე დამატებით სწავლებას. თუმცა, მას შემდეგ რაც დააყენებთ ოპტიმოს თქვენს ობიექტზე, გეყოლებათ მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს, სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებათ წარმოშობილი პრობლემის გადაჭრაში.
სამუშაო სივრცე მენეჯერებისა და მოლარეებისთვის
ოპტიმოს ორი სამუშაო სივრცე აქვს – მენეჯერებისა და მოლარისთვის.
მენეჯერის სივრციდან შესაძლებელია მართოთ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ფილიალი, მათი გაყიდვები, შესყიდვები, მარაგები, მოახდინოთ მომწოდებელთან ანგარიშსწორება, იურიდიულ პირზე გაყიდვები და,ა,შ,
ოპტიმო მუდმივად იძლევა წვდომას რეპორტებსა და ანალიტიკაზე, რითაც მენეჯერს ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს ბიზნესი. ამასთან, შესაძლებელია ფიზიკური მაღაზიისა და ონლაინ მაღაზიის ერთი სივრციდან მართვა.
რაც შეეხება მოლარის სივრცეს, პროგრამა საგრძნობლად ამარტივებს მოლარის სამუშაო პროცესს, რადგან აძლევს მას საშუალებას:
- საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში;
- გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება;
- გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა, მარტივი ფუნქციონალით – ფოტოთი, დასახელებით;
- შეამოწმოს გაყიდვების ისტორია დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
- არ ითვალოს ხელით მისი ცვლის ნავაჭრი.
რაც მთავარია, ოპტიმო იძლევა ბიზნესის მართვის შესაძლებლობას ონლაინ – ლეპტოპით ან მობილურითაც კი. ის გახლავთ ღრუბელზე დაფუძნებული პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ მართოთ თქვენი ბიზნესი და მუდმივად გედოთ ხელი მის მაჯისცემაზე.
ოპტიმო სისტემატურად გადის განახლების პროცესს და ამატებს ახალ – ახალ ფუნქციონალს, რითაც ყველაზე უკეთ ერგება მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნებს.