Skip to main content

რჩევები მაღაზიის გახსნისას

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მაღაზიის გახსნისას. კარგი ბიზნეს გეგმა, სწორი გათვლები და ეფექტური ქმედებები მომხმარებლის დასაინტერესებლად – საქმის კარგი დასაწყისია, მაგრამ ის წვრილმანი დეტალებიც არ უნდა დაგრჩეთ უყურადღებოდ, რაც საერთო ჯამში ქმნის წარმატებულ ბიზნესს.

მაშ ასე, თუ მაღაზიის გახსნით აპირებთ საკუთარი საქმის წამოწყებას, თვალი ადევნეთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

სწორად შეარჩიეთ ლოკაცია თქვენი მომავალი მაღაზიისთვის

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს შემდგომ წარმატებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზია უნდა იყოს ხალხმრავალ ადგილას, სადაც აუცილებლად იქნება პარკინგისთვის გამოყოფილი სივრცე, მინიმუმ რამდენიმე მანქანის გასაჩერებელი ადგილი მაინც, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის. თუ მანქანის გაჩერება მაღაზიის წინ პრობლემას წარმოადგენს, ჩათვალეთ, რომ 10 მომხმარებლიდან 7 დაკარგეთ, რადგან იქ წავლენ, სადაც მარტივად დაპარკინგდებიან და პარკებით დატვირთულნი ავტომობილთან ძალიან მალე მივლენ.

ობიექტს იურიდიული სტატუსი

სანამ გახსნით მაღაზიას, უნდა განსაზღვროთ რა იურიდიული სტატუსის მატარებელი უნდა იყოს ის, დიდი ალბათობით შპს, რომლის რეგისტრაციაც იუსტიციის სახლში ხდება. ამ პროცედურის გასავლელად აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 100 ლარი, რაც რეგისტრაციის ოფიციალური ღირებულებაა.

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება

ობიექტი მიმზიდველი უნდა იყოს არა მარტო ფასებითა და მომსახურებით არამედ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასე რომ ამ დეტალს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მომხმარებელს უნდა სიამოვნებდეს თქვენთან მოსვლა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სათვალთვალო კამერებით ობიექტის უზრუნველყოფა ის მთავარი ამოცანაა, რომელიც თქვენი ბიზნესისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიად უნდა იქცეს. სწორად განსაზღვრეთ სად და რომელ წერტილებში უნდა განთავსდეს კამერები, რათა როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრს წვდებოდეს მისი „მხედველობის არე“.

მარტივად დასამახსოვრებელი მაღაზიის  სახელი

ლოკაციის შერჩევისა და მაღაზიის ინვენტარით აღჭურვის შემდეგ, აუცილებლად მოსაფიქრებელია მაღაზიის სახელი, რის შემდეგაც უნდა იზრუნოთ გარე რეკლამაზე, რათა ხალხს მიაწოდოთ ინფორმაციას, რომ მალე აქ მაღაზია გაიხსნება.

სახელი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მარტივად დაამახსოვრდება მომხმარებელს  და ეტყვის თუ რას ყიდის ობიექტი. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მაღაზია, რომელსაც მფლობელის, მისი შვილის ან საყვარელი ადამიანის სახელი ან გვარი „ჰქვია“, რაც მაინდამაინც გამართლებული არ არის, თუ მაინცდამაინც უარს ვერ იტყვით ამ ტიპის დასახელებაზე, მიამატეთ ისეთი სიტყვა, რომლითაც მიხვდება  მომხმარებელი რისი ყიდვა შეუძლია თქვენთან, მაგალითად უბრალოდ „მარინას“ დარქმევას, უმჯობესია „ მარინას ჭურჭელი“ დაარქვათ, თუ კი თქვენთან მომხმარებელი ჭურჭლის ყიდვას შეძლებს.

პოზიტიური სტაფი

მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლების შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც თქვენი ბიზნესის მომავალ წარმატებას განსაზღვრავს. პოტენციური კლიენტების კმაყოფილება სწორედ მათზეა დამოკიდებული. ალბათ შეგხვედრიათ კონსულტანტი, რომელიც ყურადღების მიზნით მუდმივად უკან დაგყვებათ, რომ ნებისმიერი ინტერესი დაგიკმაყოფილოთ, ასევე გექნებოდათ კომუნიკაცია ისეთებთანაც, რომელსაც უნდა ეხვეწო, რომ კითხვაზე პასუხი მიიღო.

მომხმარებლისთვის არცერთი შემთხვევა არ არის იდეალური, ამ მხრივ ნამდვილი ოქროს შუალედია დასაცავი, რომ არც გააღიზიანოთ მომხმარებელი და უყურადღებოდაც არ დატოვოთ.

სალაროსა და მარაგების მართვის პროგრამა

მაღაზიის ეფექტური მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია გქონდეთ სალაროსა და მარაგების ისეთი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ –  როგორც ბიზნესოპერატორს, მართოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან; მოლარეს – სწრაფად აწარმოოს გაყიდვები, რაც თავისთავად მიგიყვანთ მომხმარებლის კმაყოფილებამდე, რადგან თავიდან აირიდებთ რიგებს და მოკლე დროში შეძლებთ მოემსახუროთ უფრო მეტ კლიენტს.

ბიზნესის მართვისა და მარაგების აღრიცხვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, სწორედ ისაა, რომელსაც მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მაღაზიის პროგრამას უწოდებენ. იგი აღრიცხავს შესყიდულ თუ გაყიდულ პროდუქციას და იძლევა ზუსტ ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვებისა და მომგებიანობის შესახებ. ამასთანვე, ოპტიმოს დახმარებით შესაძლებელია მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. ვინაიდან პროგრამა ქლაუდზეა დაფუძნებული, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ობიექტზე მიმდინარე მოვლენებს დისტანციურად, ერთი სივრციდან  მართოთ რამდენიმე ფილიალი, საწარმო, ფიზიკური და ინტერნეტ პლატფორმები.

გარდა ამისა, ოპტიმო მოლარისთვის განკუთვნილი სწრაფი და მოქნილი სისტემით გამოირჩევა, რომელიც უზრუნველყოფს გადახდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით.

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა სკანერი ვერ „ხედავს“ კონკრეტული პროდუქტის შტრიხკოდს, არის გაურკვევლობა და დგება რიგი, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას, ოპტიმო მოლარეს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტი არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით მოძებნოს, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია და.ა.შ. ეს ერთგვარად ხელს უშლის რიგების წარმოქმნას და კმაყოფილს ტოვებს როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნეს ოპერატორს. გარდა ამისა, ოპტიმოს სალაროს პროგრამას შეუძლია:

  • მარაგების პროგრამულად გადამოწმება
  • პროდუქტის უკან დაბრუნება
  • ჩეკის გადართვა როცა წინა მომხმარებელი ყოვნდება
  • გაყიდვების ისტორიის მოწოდება
  • მომწოდებლისგან შეკვეთების დადასტურება
  • იურიდიულ პირებზე გაყიდვები

თუ გაითვალისწინებთ ბლოგში მოცემულ რჩევებს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული.