Skip to main content

რატომ არის საჭირო ბიზნესის დაზღვევა?

ბიზნესის დაწყებას და მის აწყობას საკმაოდ დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება. ეს დროში განგრძობადი პროცესია და სწორი მართვის პირობებში წარმატება არ აყოვნებს. თუმცა, არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და რისკები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენ საქმიანობას და რამდენიმე ნაბიჯით კი არა, რამდენიმე წლით უკან დაგხიოთ.

ბიზნესებს, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა სხვადასხვაგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ჰქონდეს, რომელიც გამოიწვევს ზარალს. ეს შეიძლება იყოს  სტიქია, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ობიექტს, მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება მაგალითად, ზღვისპირა ქალაქებში და არა მარტო იქ. ასევე შესაძლოა, დასაქმებულმა ტრავმა მიიღოს სამსახურში, მაგალითად, მშენებლობებზე ხშირია მსგავსი ფაქტები. ეს და ამგვარი არასასიამოვნო ფაქტორები რომ აიცილოთ თავიდან, მნიშვნელოვანია საკუთარი აქტივების დაცვა, რისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბიზნესის დაზღვევაა.

ბიზნესის დაზღვევით არამარტო იცავ მას ზიანისგან, არამედ ზოგავ დროს, ფულს, ენერგიას, თანამშრომლებს უქმნი სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას და რაც მთავარია, ირიდებ სტრესს თავიდან.  

რას ანაზღაურებს ბიზნესის დაზღვევა ისეთი ბუნებრივი სტიქიის დროს, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი და სხვა?

ასეთ ვითარებაში ქონების დაზღვევა ფარავს მხოლოდ იმ ხარჯებს, რაც შენობას ან ინვენტარს შეეხება, მაგრამ ამ პერიოდის მანძილზე სანამ ბიზნესი გაჩერებულია, მფლობელი კარგავს ფულს, რომელიც მის მიერ წამოწყებული საქმით უნდა გამოემუშავა, აი სწორედ ამ დროს ერთვება  ბიზნესის დაზღვევა და ითვალისწინებს ამ თანხის ანაზღაურებას.

გარდა ამისა, ყველანაირ ბიზნესს ფუნქციონირებისთვის სჭირდება შესაბამისი გარემო, მანქანა – დანადგარები, ინვენტარი და.ა.შ. სტიქიური ზარალისას ბიზნესის დაზღვევის პოლისი ასევე მოიცავს არსებული ინვენტარის დროულად შეკეთებას ან შეცვლას, რაც როგორც წესი მცირე მოცულობის თანხებთან არ არის ხოლმე დაკავშირებული.

ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ შეთავაზებულ პროდუქტსა და მომსახურებაზე, ან თუნდაც ტექნიკურ ინვენტარზე, არამედ იმ ადამიანების ხარისხიან მუშაობაზე ვინც, დასაქმებულნი არიან თქვენთან.

მათი უსაფრთხოებისთვის და შესაბამისი პირობების შექმნისთვის დაზღვევა დამატებითი სარგებელია, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ თქვენი ბიზნესის დაცვას მოსალოდნელი საფრთხეებისგან, მას აქვს დადებითი სარგებელი კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების თვალსაზრისით, რადგან როგორც წესი, სამსახურის მაძიებლები ანაზღაურების შემდეგ დიდ ყურადღებას აქცევენ იმ პირობებს, რასაც თქვენი ბიზნესი სთავაზობს, დაცულობის შეგრძნება საფრთხეების წარმოშობის შემთხვევაში კი ის მთავარი პირობაა, რის გამოც არჩევანს თქვენთან ყოფნაზე შეაჩერებენ.

თუ იაზრებთ რისკების მართვის მნიშვნელობას, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის მართვის სწორი პოლიტიკა გაქვთ შერჩეული და სწორ გზაზე დგახართ, რაც კონტრაქტორების თვალში ზრდის სანდოობას და დაცულობის შეგრძნებას გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება ბიზნესის იმიჯზე და თანამშრომლობაც უფრო სასიამოვნო და სასარგებლო ხდება.

ყველამ იცის, რომ  ბიზნესი ყოველთვის რისკებთანაა კავშირში, მაგრამ რატომ უნდა გაირთულოთ საქმე, თუ კი შესაძლებელია, რომ ზარალი/რისკები იყოს მართვადი და მინიმუმამდე დაყვანილი?! იდეალური იქნებოდა ბუნებრივი სტიქიების ან ფიზიკური დაზიანებების თავიდან აცილება რომ შეგვეძლოს, მარამ თუ ეს აღემატება ჩვენს ძალებს, ის მაინც არის შესაძლებელი რომ  დავაზღვიოთ ბიზნესი და ავირიდო თავიდან უსიამოვნებები.

ამ შემთხვევაში უკვე მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შერჩეული ბიზნესის დაზღვევა, რათა პატარა ბიზნესის მფლობელმაც შეძლოს ამ მომსახურებით სარგებლობა, იყოს მშვიდად და ფოკუსირდეს მომგებიანი, წარმატებული ბიზნესის მართვაზე.

თუ თქვენ უკვე სარგებლობთ მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამით ოპტიმო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ალდაგი ოპტიმოსთან პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ ბიზნესის დაზღვევაზე.

ამ მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერი ტიპის მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც კი ხელმისაწვდომია, რადგან შეგიძლიათ დააზღვიოთ კომპანიის ქონება და მარაგები წლიურად 150 ლარიდან, თან ისარგებლოთ სპეციალური პირობებით.

მოგეხსენებათ, ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1990 წელს დაარსდა და მას შემდეგ უჭირავს წამყვანი პოზიცია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

განვითარების 30 წლიანი ისტორიით და უნიკალური გამოცდილებით, ალდაგი დღეს ბაზრის 29%-ს ფლობს და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

ოპტიმოსთან თანამშრომლობა არა მხოლოდ ბიზნესის მარტივად და გონივრულად მართვას ნიშნავს, ის პარტნიორ კომპანიასთან ერთად გეხმარებათ იყოთ მეტად დაცულები სხვადასხვა ტიპის რისკებისგან.