ინვენტარიზაცია – ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, რომელიც გამოიყენება საწყობებში საქონლის ფაქტიური ნაშთების აღსაწერად და მათ ბუღალტრულ ნაშთებთან შესადარებლად.
მისი მიზანია დროის გარკვეული პერიოდში მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული მარაგების, წარმოების, საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, ტარისა და ზოგადად, საქონლის ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.
საქართველოში, კომპანიების დიდი ნაწილისათვის ანგარიშგების პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს და სრულდება 31 დეკემბერს. მოგეხსენებათ, ახლოვდება აღნიშნული თარიღი და შესაბამისად კომპანიებს უწევთ ისეთი პროცედურების ჩატარება, რომელიც მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დახურვას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წლის შედეგებისა და ფულადი ნაკადების საბოლოო შეჯერებასა და ანალიზს, დაგეგმილი წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიზსა და შემდგომი პერიოდის ბიუჯეტირებას, საინფორმაციო სისტემისა და ბუღალტრული ინფორმაციის მომზადებას.
ზემოთ ხსენებული დოკუმენტაციის მომზადებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინვენტარიზაცია. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის სექტორში ოპერირებენ, მნიშვნელოვანია სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა. ისინი როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ შესყიდვას დოკუმენტაციით უნდა აღრიცხავდნენ და ფაქტობრივ ნაშთთან ადარებდნენ.
ინვენტარიზაცია ტარდება ისეთი სასაქონლო მატერიალური მარაგების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.
ინვენტარიზაციას ექვემდებარება ის სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც
- გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;
- გადასახადის გადამხდელის მიერ მოღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისთვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;
- აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც
- გზაში მყოფი
- გადატვირთული
- სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობში შესანახად გადაცემული
რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარიზაცია?
გარდა ზემოთ ხსენებული საანგარიშგებო პერიოდისა, როცა აუცილებელი ხდება ინვენტარიზაცია, არსებობს კიდევ სხვა, მთელი რიგი გარემოებები, რომელთა დროსაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი.
ინვენტარიზაცია საჭიროა:
- როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი რომ მარაგების ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტრული ჩანაწერებისგან;
- ბიზნესს აინტერესებს ქონების ფაქტობრივი რაოდენობა;
- ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს;
- წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
- მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;
- როცა გამოვლენილია ბოროტმოქმედების ან ვანდალიზმის ფაქტები;
- კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
- ექსტრემალურ სიტუაციებში – წყალდიდობა და ხანძარი;
- “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისი N 605 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.
როგორ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი?
ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
- იქმნება საინვენტარიზაციო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს მარაგებზე მატერიალურად პასუხისმგებელი
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგებით დგება ქონების/მარაგების სია, რომელშიც განსაზღვრულია საინვენტარიზაციო ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა.
- გამოვლენილი ქონების/მარაგების ფაქტიური რაოდენობის შეჯერება ხდება საბუღალტრო მონაცემებთან და დანაკლისის ან ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით დარიცხვადი თანხები.
როგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია მარტივად და როგორ დაგეხმარებათ ოპტიმო ამ პროცესის მართვაში?
თუ ფლობთ სავაჭრო ან კვების ობიექტს მისი გონივრულად, მარტივად და ეფექტურად მართვისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მაღაზიის პროგრამა ოპტიმო, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის შესახებ, გაწვდით სტატისტიკებს და რეპორტებს ანალიზისა და შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად.
პროგრამაში პროდუქციის ერთჯერადად აღრიცხვის შემდეგ კი იძლევა მუდმივად განახლებულ და რაც მთავარია, ზუსტ ინფორმაციას მარაგების შესახებ. მისი საშუალებით მაშინაც კი შეძლებთ გაიგოთ რამდენად მომგებიანი დღე იყო თქვენი ობიექტისთვის გაყიდვების თვალსაზრისით, როცა ფიზიკურად მისვლას ვერ მოახერხებთ.
ის ეხმარება არა მარტო მენეჯერს მართოს ბიზნესი, არამედ მომუშავე პერსონალსაც უადვილებს საქმეს და ზრუნავს სწრაფ მომსახურებაზე, რასაც თავისთავად მომხმარებლის კეთილგანწყობა მოაქვს.
გარდა ამისა, ოპტიმოთი სარგებლობის შემთხვევაში მისი პარტნიორი კომპანიებისგან სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებთ, ერთ-ერთი ასეთია ინვენტერი, რომელიც ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ბიზნესს სთავაზობს: ხარისხიან, კომპეტენტურ და სწრაფ სერვისს ინვენტარიზაციასა და მარაგების მართვაში.
კომპანიის მიერ შესრულებული ინვენტარიზაციის მომსახურება სრულდება სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით.
ინვენტერი ასევე გაგიწევთ კონსულტაციას ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე.
ინვენტერი ოპტიმოს მომხმარებლებს სთავაზობს 20%-მდე ფასდაკლებას ინვენტარიზაციის მომსახურებაზე და უზრუნველყოფს:
- ოპტიმოსთვის ბაზის აწყობას;
- ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას;
- გენერალური ინვენტარიზაციის ჩატარებას;
- სასაქონლო მატერიალურ მარაგებზე პასუხისმგებელი პირების კონტროლს;
- ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენას;