Skip to main content

ხშირად დასმული შეკითხვები – ოპტიმოს შესახებ

ოპტიმო  – გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა კვების ობიექტებისა და სავაჭრო დაწესებულებებისთვის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის მართვის საკითხში.

მისი საშუალებით შეგიძლიათ, გააციფრულოთ ბიზნესი, აღრიცხოთ თქვენი პროდუქცია პროგრამაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები, მიიღოთ ინფორმაცია  შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

ოპტიმოს პროგრამა, მის სივრცეში პროდუქციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, საოცარი სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს და იძლევა ინფორმაციას დახლებსა და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს გექნებათ ზუსტი მაჩვენებლები მარაგში არსებული პროდუქტების რაოდენობისა და სახეობების თაობაზე, რის მიხედვითაც შეძლებთ დაგეგმოთ შესყიდვები, განსაზღვროთ როგორი იქნება შემოსავლები, მომგებიანობა და.ა.შ.

თუ სარგებლობთ მაღაზიის პროგრამით ოპტიმო, ესე იგი არ გიწევთ საწყობში სირბილი, ნაშთების დათვლა და შეკვეთის ამის მიხედვით გაკეთება, რადგან ოპტიმო თვითონ გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მარაგების შესახებ, გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ, რა რაოდენობით გჭირდება კონკრეტული პროდუქტი, რამდენი გაიყიდა და რამდენია დარჩენილი მარაგში.​

თუ გსურთ  თქვენს ობიექტზე დააყენოთ ოპტიმო და გაინტერესებთ, როგორ გახდეთ მისი მომხმარებელი, მაშინ გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://optimo.ge/request, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 800 900, სადაც მიიღებთ ამომწურავ პასუხებს თქვენს ნებისმიერ კითხვაზე.

თუ არ გაქვთ  სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება, სანერვიულო არაფერია, რადგან წინასწარ გამოცდილების ქონა არ არის საჭირო. ოპტიმოში მუშაობას თქვენი პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი ზედმეტი გადასახადის გარეშე გასწავლით. მას შემდეგ, რაც დააყენებთ ოპტიმოს თქვენს ობიექტზე, გეყოლებათ მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

რა ეტაპები უნდა გაიაროთ ოპტიმოში მუშაობის დასაწყებად?

უნდა შეარჩიოთ სასურველი პაკეტი, რის შემდეგაც, ოპტიმოს ტექნიკური ჯგუფი დაგიყენებთ პროგრამას, პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი კი გასწავლით პროგრამის გამოყენებას და დაგეხმარებათ მარტივად შეიყვანოთ მონაცემები.

ბუნებრივია აქვე გაგიჩნდებათ კითხვა პაკეტების შესახებ, ოპტიმო ბიზნესებს სთავაზობს 4 განსხვავებულ პაკეტს, ესაა საბაზისო თვეში სულ რაღაც 40 ლარად, პლუსი – თვეში 70 ლარად, სტანდარტი – 90 ლარად და პრემიუმი მათთვის, ვისაც აქვს 100-მეტი გაყიდვის წერტილი.

ნებისმიერი პაკეტის არჩევამდე პირველი 14 დღე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ოპტიმოთი, მოირგოთ, დატესტოთ, გამოცადოთ და შემდეგ დაიწყოთ თანამშრომლობა. ანგარიშსწორება ხდება თვის ბოლოს, ინვოისის საფუძველზე. თუ დროთა განმავლობაში დაგჭირდათ პაკეტის გაზრდა ან შემცირება, პაკეტის გასაახლებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 800 900; ან მიწეროთ ელ-ფოსტაზე: info@optimo.ge

ოპტიმოს აქვს მოლარის მოქნილი პროგრამა მარტივი ინტერფეისით, რომელიც ეხმარება მოლარეს სწრაფად და მარტივად განახორციელოს გაყიდვები. მისი კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტების მოძებნა შტრიხკოდების, დასახელების, კატეგორიების ან ფოტოს მეშვეობითაა შესაძლებელი. სჭირდება თუ არა მოლარეს პროგრამაში სამუშაოდ ტრენინგების გავლა? არა. მოლარის სამუშაო სივრცე მარტივია და მასში მუშაობის დასაწყებად სულ რაღაც 10 წუთია საჭირო.

ხშირად ჩნდება კითხვა რა ტიპის მოწყობილობაა საჭირო პროგრამაში სამუშაოდ?

მოლარის სამუშაო პროგრამის დაყენება შესაძლებელია პირად კომპიუტერზე, თუმცა ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ოპტიმოს მოწყობილობით. რაც შეეხება მენეჯერის სამუშაო სივრცეს, ეს Cloud სისტემაა, რაც ნიშნავს იმას, რომ წვდომა გექნებათ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.

რამდენ მომხმარებელს შეუძლია სისტემაში ერთდროულად მუშაობა? იმდენს, რამდენის სურვილიც გექნებათ, რადგან ოპტიმოში შეგიძლიათ, შექმნათ ულიმიტო რაოდენობის ქვემომხმარებელი, რომელიც ერთდროულად ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღებს წვდომას მენეჯერის მხარეს.

რა მონაცემების ნახვა შეუძლია მენეჯერს  სტატისტიკაში?

სტატისტიკაში შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია შემოსავლების, ფასნამატის, ტრანზაქციების შესახებ. გააანალიზოთ გაყიდვები საათებისა და დღეების ჭრილში. ასევე, დამატებით ნახავთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსა და კატეგორიებს.

ალბათ გაინტერესებთ, შეფერხდება თუ არა პროგრამის მუშაობა, თუ ინტერნეტი გაითიშა, არა. მოლარის სივრცე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტის შეფერხების შემთხვევაშიც. წვდომის აღდგენის შემდეგ კი მოხდება მონაცემების სინქრონიზაცია მენეჯერის მხარეს.

როგორც ხედავთ, ოპტიმო ყველანაირად ერგება მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს, მუდმივად განახლების პროცესშია და ცდილობს, დანერგოს ინოვაციური მიდგომები ბიზნესის გონივრულად მართვისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.