Skip to main content

ინვენტარი და პროგრამა, რომელიც გჭირდება მაღაზიისთვის

magaziis-inventari

მაღაზიის გახსნა ბევრ სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული. მას შემდეგ რაც შეადგენთ ბიზნეს გეგმას, გაივლით რეგისტრაციას, შეარჩევთ ფართს და ლოკაციას თქვენი მომავალი მაღაზიისთვის, აუცილებლად დაგჭირდებათ ინვენტარი სამუშაო პროცესის დასაწყებად.

გახსნისთვის უკვე თქვენი ობიექტი კეთილმოწყობილი უნდა იყოს ყველანაირად:

  • განლაგებული უნდა იყოს თაროები და დახლმაცივრები სექციებისა და კატეგორიების მიხედვით
  • დაყენებული უნდა იყოს სალაროს სისტემა მისი თანმხლები მოწყობილობებით, სასწორი, ტერმინალი, ნაღდი ფულის შესანახი უჯრა დ.ა.შ.
  • დაინსტალირებული უნდა იყოს ისეთი გაყიდვების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მარაგების მართვას, ასევე  სწრაფ გადახდებს და საჭირო ინფორმაციას მიაწვდის მენეჯერს და მოლარეს და.ა.შ.
  • მომარაგებული უნდა გქონდეთ საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, სალაროს ფურცელი და.ა.შ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. იმისთვის, რომ არაფერი გამოგრჩეთ, ჩამოგითვლით იმ ძირითად საჭიროებებს, რაც აუცილებელია წარმატებული ბიზნესის დასაწყებად.

ინვენტარი პროდუქციის განსათავსებლად

თუ როგორ იქნება წარმოდგენილი პროდუქცია თქვენს მაღაზიაში, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის მაღაზიას ხსნით და რამხელა ფართის გამოყენების საშუალება გაქვთ. მაგალითად, აქსესუარების, ტანსაცმლის მაღაზიას სხვა გათვლები სჭირდება მერჩენდაიზინგული თვალსაზრისით, სასურსათო მაღაზიას – სხვა.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი მიზანი უნდა იყოს, მომხმარებელს მიმზიდველი, საინტერესო და „ხელშესახები თარო“ შესთავაზოთ. რაც ნიშნავს, რომ თვალშისაცემ ადგილას იყოს წარმოდგენილი ის მთავარი პროდუქტები, რომლებზეც გაქვთ გათვლა რომ ბესტსელერი უნდა გახდეს, აუცილებლად მითითებული უნდა ჰქონდეს ფასი, ამისთვის კი ელექტრონული ან სტანდარტული ფასმაჩვენებელი დაგჭირდებათ და შესაძლებელი უნდა იყოს პროდუქტთან შეხება დაბრკოლებების გარეშე.

გარდა ამისა, ტანსაცმლის მაღაზიის შემთხვევაში ვიტრინის გასალამაზებლად დაგჭირდებათ მანეკენები, სარკეები, გასახდელი სივრცის მოწყობა, ან დახლმაცივრები, თაროები სხვადასხვა პროდუქტის განსათავსებლად, მაცივრები გამაგრილებელი სასმლისთვის  – სასურსათო მარკეტის შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა გამოგრჩეთ ურიკები ან ჩანთები მომხმარებლისთვის, რითაც შეძლებს  სასურველი პროდუქტების ერთად მოგროვებას და სალაროსთან მიტანას.

საოფისე ნივთები

გარდა იმ ინვენტარისა, რაც მაღაზიის მთავარ დარბაზში უნდა განთავსდეს, ასევე საჭიროა კომპიუტერი, სკანერი, პრინტერი, ფურცელი, კალამი, ფანქარი და სხვა საოფისე ნივთები ობიექტის გამართული მუშაობისთვის.

არ უნდა გამოგრჩეთ იმ აქსესუარების შეძენა, რომელიც საჭიროა სისუფთავის შესანარჩუნებლად, ასევე სათავსოები თქვენი თანამშრომლებისთვის, ოთახი შესვენებისთვის, ყავა – ჩაის მოსამზადებელი საშუალებები.

უნიფორმები და სამკერდე ნიშნები, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ხალხმრავლობაშიც კი მარტივად იპოვოს თანამშრომელი დახმარებისთვის.

მაღაზიის პროგრამა და სალაროს მოწყობილობა

მაღაზიის ეფექტურად მუშაობის პირველი ინდიკატორი სალაროს ის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფად გატარებას, არ აყენებს რიგებს, სკანერი მარტივად „ცნობს“ პროდუქციას და ტერმინალი წამებში ადასტურებს ელექტრონულ გადახდას.

ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი საჭიროა სალაროს მოწყობილობა, სკანერი, კომპიუტერი, ფულის უჯრა და.ა.შ.

თუ გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამა ოპტიმო-თი ისარგებლებთ, ის დაგეხმარებათ აღრიცხოთ მარაგები, გქონდეთ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია გაყიდვებსა და შესყიდვებზე, იცოდეთ, რომელია თქვენი ბესტსელერი პროდუქტი, მიიღოთ რეპორტები, სტატისტიკები და ამავდროულად ისარგებლოთ მისივე სალაროს მოწყობილობით თვეში სულ რაღაც 90 ლარად. ოპტიმოს სალაროს მოწყობილობა კომპაქტურია, არ იკავებს დიდ ადგილს და გადაადგილება მარტივად შესაძლებელია, ამასთან,  არ საჭიროებს კლავიატურას, რაც უფრო კომფორტულს ხდის გამოყენებას. მასთან ერთად დაგჭირდებათ სალაროს უჯრა, საკრედიტო ბარათის ქვითრებისა და ნაღდი ფულის შესანახად.

უსაფრთხოების სისტემა

სათვალთვალო კამერებით ობიექტის უზრუნველყოფა ის მთავარი ამოცანაა, რომელიც თქვენი ბიზნესისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიად უნდა იქცეს. სწორად განსაზღვრეთ სად და რომელ წერტილებში უნდა განთავსდეს კამერები, რათა როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრს წვდებოდეს მისი „მხედველობის არე“. თუ ოპტიმოთი ისარგებლებთ მიიღებთ ფასდაკლებას უსაფრთხოების სისტემაზე, კამერებზე, ასევე ინტერნეტის გაყვანაზე და სხვადასხვა სალაროს ინვენტარზე (სალარო აპარატი, პრინტერი, POS მოწყობილობა და სხვა)

ოპტიმოს მომხმარებლებს ქართული ბრენდი SAFE  უსაფრთხოების სისტემებზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს:

  • 15% იანი ფასდაკლება SAFE-ის პროდუქციაზე;
  • 20% იანი ფასდაკლება მომსახურებაზე;
  • უფასო კონსულტაცია;

კომპანია SAFE დაარსდა 2017 წელს  და მისი  საქმიანობის სფეროა უსაფრთხოების სისტემების წარმოება, გაყიდვა, ინსტალაცია და შემდგომ პროგრამულ უზრუნველყოფა,  მთავარი უპირატესობები კი გახლავთ:

  • ხელმისაწვდომობა;
  •  მორგებული საგარანტიო პირობები;
  • საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი პროდუქცია;
  • პროდუქციის ასორტიმენტის და ხარისხის მუდმივი სრულყოფა;
  • მზარდი საპარტნიორო ქსელი

თავის მხრივ სილქნეტი სთავაზობს ოპტიმოში ჩართულ ობიექტებს ინტერნეტიზაციას მათზე მორგებული პირობებით – 20%-იანი ფასდაკლება ფიქსირებულ პაკეტებზე და უფასო ინსტალაცია.

ოპტიმოს დახმარებით ისარგებლებთ განსაკუთრებული პირობებით მის პარტნიორ კომპანიებთან და ამავდროულად მართავთ ბიზნესს გონივრულად.

თუ გაქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ეს უნდა იცოდე

salaros-inventari

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება ინდივიდუალურ მეწარმეს, თუ მისი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ჯამური შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში (1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე) 500 000 ლარს არ აჭარბებს.

განსაზღვრულია იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი. მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას. ასეთია საქმიანობები, რომლებიც რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნე­ბართვას, გარდა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის საქმიანობისა;

  •  საქმიანობები, რომელთა განხორციელება მოითხოვს მნი­შვ­ნე­ლოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება);
  • სავალუტო ოპერაციების განხორციელება;
  • სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულ­ტანტთა) საქმიანობა;
  • სათამაშო ბიზნესი;
  • პერსონალით უზრუნველყოფა;
  • აქციზური საქონლის წარმოება.

რატომ ინტერესდებიან მეწარმეები მცირე ბიზნესის სტატუსით?

მიზეზი მარტივია, მცირე ბიზნესის სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ მსურველი ბევრია, მთავარია, აკმაყოფილებდეთ მოთხოვნებს და ოფიციალური გადასახადის (20 ლარი) და განაცხადის საფუძველზე შეძლებთ სტატუსის მოპოვებას.

რა საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული მცირე ბიზნესის სტატუსი?

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი სტანდარტული 20% საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად იხდის მხოლოდ 1%-ს. თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე), მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იბეგრება 3 პროცენტით. თუ ამ შემოსავალმა ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500,000 ლარს, ინდმეწარმე დაკარგავს „მცირე ბიზნესი“-ს სტატუსს.

თუ გარკვეულ წლებში, მაგრამ არა ზედიზედ, პირის შემოსავალმა გადააჭარბა 500,000 ლარს, მაშინ იგი დაიბეგრება 3%-ით ნაცვლად 1%-სა. კერძოდ, პირი 3%-ით დაიბეგრება გადაჭარბების თვიდან დაწყებული კალენდარული წლის ბოლომდე.

გარდა ამისა, მცირე მეწარმის სტატუსის მქონეთათვის ნებაყოფლობითია საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რაც იმას ნიშნავს რომ მას არ მოუწევს 2+2% საპენსიო ანარიცხების გადახდა.

აღსანიშნავია, რომ იმ მნიშვნელოვანი უპირატესობის გარდა, რაც ზემოთ განხილულ საგადასახადო შეღავათებთანაა დაკავშირებული, მცირე ბიზნესის სტატუსს შპს-სთან (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან) შედარებით გააჩნია გარკვეული უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი პირადად აგებს პასუხს ბიზნესის ვალდებულებებზე. მაგალითად, თუ ბიზნესს აქვს მომწოდებლის მიმართ (ან ბანკის მიმართ) ვალი, მაგალითად, 200,000 ლარი და ვერ ახერხებს მის გადახდას, კრედიტორს უფლება აქვს ვალის დაბრუნება მოსთხოვოს პირადად, მეწარმე ფიზიკურ პირს.  შპს-ს შემთხვევაში ვალის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის აქტივებიდან და არა მფლობელის პირადი ქონებიდან.

გარდა ამისა,  შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები განსხვავდება დღგ-ის გადამხდელი და არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისთვის. 

კერძოდ, დღგ-ის არგადამხდელი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც დოკუმენტურად აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის ქვითრებით, ეს მისი შემოსავლების აღრიცხვის ერთადერთი სავალდებულო ფორმაა.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის აღრიცხვის ვალდებულება კი წარმოექმნება მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას.

აღნიშნულზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღგ-ის არგადამხდელ მცირე მეწარმესთან ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს შესაძლო აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგების) და არა მათი დანაკლისის გამოვლენის მიზნით. 

რაც შეეხება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის აღწერის ვალდებულების შესახებ ჩანაწერს, ამით კანონმდებლობა მიგვითითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მცირე მეწარმის დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ნაშთების აღრიცხვის სისწორე, რაც თავის მხრივ – შეძენისა და რეალიზაციისას პროდუქციის თვითღირებულებების სწორად განსაზღვრასაც მოიცავს. 

რა შემთხვევაში იკარგება მცირე ბიზნესის სტატუსი?

როგორც ზემოთ აღინიშნა,  სტატუსი იკარგება მაშინ თუ პირის შემოსავალი მიყოლებით 2 წლის განმავლობაში თითოეულ წელს აღემატება 500,000 ლარს.

გარდა ამისა სტატუსი იკარგება თუ პირი წლის განმავლობაში 3-ჯერ დაჯარიმდა სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის. ან თუ იგი ახორციელებდა ე.წ. „აკრძალული საქმიანობებიდან“ ერთ-ერთს.

რატომ გჭირდება აღრიცხვის პროგრამა რესტორანში

restornis-programa

თუ გაქვთ კვების ობიექტი, საკონდიტრო ან სარესტორნო ბიზნესი გაყიდვებისა და მარაგების ციფრული ხელსაწყო საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მის მართვას და დაგეხმარებათ ოპერაციების სწორად განხორციელებაში.

კონკრეტულად რაში გეხმარებათ ასეთი პროგრამა?

აღრიცხავს მარაგებს

მარაგების სწრაფი აღრიცხვა და კონტროლი მთავარი გამოწვევა ნებისმიერი ბიზნესისთვის. არაფერია იმაზე მტკივნეული, როცა მოულოდნელად ამოგეწურება ის მთავარი ინგრედიენტი, რომელიც აუცილებელი შენი ობიექტის ყველაზე გაყიდვადი კერძისთვის. ამ დროს მომხმარებლისთვის შეკვეთის გაუქმება და უარის თქმა ძალიან ცუდად აისახება როგორც ობიექტის იმიჯზე, ასევე თქვენს სამუშაოზე. სწორედ მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელადაა საჭირო მარაგების მართვის პროგრამა, რომელიც მუდმივად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას ინგრედიენტების, სასმელების და ობიექტზე არსებული პროდუქტების მარაგების შესახებ, თან მოგცემთ ნიშანს, როცა მათი რაოდენობა კონკრეტულ ნიშნულს ჩამოსცდება.

მოგაწვდით გაყიდვების რეპორტებს

გაყიდვების რეპორტების გაანალიზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობას.  თუმცა, სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული რესტორნების გაყიდვების შედეგების მიღება სააღრიცხვო სისტემის გარეშე  რთულია.

ისეთი ციფრული ხელსაწყო, როგორიცაა ოპტიმო, იძლევა საშუალებას ერთი სივრციდან  მართოთ ფილიალები და მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ უმარტივესად. ის ეხმარება მენეჯერს თვალყური ადევნოს ცალკეული ფილიალის მუშაობას, გაყიდვებს, მომგებიანობას, განსაზღვროს მისი ეფექტურად ან არაეფექტურად მუშაობის მიზეზი და პერიოდი, ამოიცნოს რა გახდა კარგი გაყიდვების მიზეზი და შედეგ მოახდინოს ფოკუსირება მასზე. 

გარდა ამისა, შესაძლებელია მიიღოს ინფორმაცია როგორც მთლიან გაყიდვებზე, ასევე კონკრეტულ პერიოდზე, განსაზღვროს კონკრეტული კატეგორიის და პროდუქტის გაყიდვები, რაც ეხმარება უფრო მარტივად წავიდეს რისკზე, დანერგოს და დატესტოს სიახლეები და მარტივად „გაზომოს“ შედეგები.

ქმნის მომხმარებელთა ბაზას

სააღრიცხვო პროგრამის საშუალებით შესაძლებელია შეინახოთ თქვენი ერთგული მომხმარებლის მონაცემები, სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოგცემთ საშუალებას, შესთავაზოთ სწორედ მათ სურვილებზე მორგებული სადილი და გაზარდოთ მათი ლოიალობა თქვენს მიმართ.

მსგავსი ინფორმაციის შეგროვებით, შეძლებთ მომხმარებელს შეუქმნათ ის კომფორტი, რაც სხვასთან წასვლის სურვილს დაუკარგავს, ყველას სიამოვნებს პერსონალური ყურადღება და უხარია იქ მისვლა, სადაც მისი სახელიც კი იციან.

სამზარეულოსთან დისტანციური კავშირი

სააღრიცხვო პროგრამა არის ძლიერი საკომუნიკაციო საშუალება, იმის გასარკვევად რამდენად აკურატულად და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით მომზადდა შეკვეთა.

ხსენებული პროგრამა გამოგადგებათ სწრაფად გადასცეთ შეკვეთა მზარეულებს და თვალყური ადევნოთ, რომ ასევე სწრაფად მივიდეს „ადრესატამდე“.

გადახდები და შრომითი დროის აღრიცხვა

POS სისტემით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ გაყიდვებს საათობრივად, გადახდებს როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ფულით ან ვაუჩერით, ფასდაკლებებს და.ა.შ.

გარდა ამისა, მისი საშუალებით შეგიძლიათ აღრიცხოთ თანამშრომლების სამუშაო პერიოდი, რის მიხედვითაც უხდით ხელფასს ან განსაზღვროთ რამდენია მათი ანაზღაურება თვის/დღის ბოლოს გაყიდვების პროცენტულად

სიღრმისეული ანალიზი

სააღრიცხვო სისტემის შერჩევამდე  უნდა ჩამოყალიბდეთ,  რა ტიპის ინფორმაციის მიღება გინდათ მისგან .  POS პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, შეგიძლიათ შეამოწმოთ სტატისტიკები, მიიღოთ დეტალური ანგარიშები სხვადასხვა საკითხის შესახებ – გაყიდვები, შესყიდვები, მარაგები, მომგებიანობა, ბესტსელერი პროდუქტები, მოახდინოთ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება, აწარმოოთ იურიდიულ პირზე გაყიდვები და.ა.შ.

უსაფრთხოება და სხვა ბენეფიტები

თუ ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას აირჩევთ როგორიცაა ოპტიმო, მისი პარტნიორებისგან მიიღებთ შეღავათიან პირობებს სხვადასხვა სერვისებზე, მაგალითად, როგორიცაა უსაფრთხოების სისტემები.

გარდა ამისა, ოპტიმო დაგეხმარებათ აწარმოოთ გადახდები ელექტრონულად ძალიან სწრაფად ტერმინალის საშუალებით. სწორედ ოპტიმოსთან თანამშრომლობის შემთხვევაში, საქართველოს ბანკი გაგიკეთებთ სპეციალური შეთავაზებას ტერმინალებზე. პირველ ტერმინალს მომსახურების საკომისიოს გარეშე, 3 თვის განმავლობაში გამოიყენებთ.

ციფრული სააგენტო Matrex კი მარკეტინგულ მომსახურებას შეღავათიან ფასად გაგიწევთ ოპტიმოსთან პარტნიორობის ფარგლებში.

ჩააბარეთ თქვენი ობიექტის სოციალური მედიის მართვა მეტი მომხმარებლის დაინტერესებისთვის და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლებით შემდეგ მომსახურებებზე:

  • გრაფიკული დიზაინი;
  • ქოფირაითინგი
  • რეკლამირება
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა

გარდა ამისა, დამატებით მიიღეთ: 

  • 30%-იანი ფასდაკლება ფოტოგრაფიის მომსახურებაზე
  • ერთჯერადი კონსულტაცია და სოციალური ქსელების მართვის აუდიტი
  • ბანერის დიზაინის დამზადება საჩუქრად

როგორ გიმარტივებს მარაგების მართვას მაღაზიის პროგრამა

salaros-programa

პირად ცხოვრებასა თუ საქმიანობაში დროისა და ვითარების ეფექტური მართვა წარმატების მთავარი გასაღებია. როდესაც გაქვთ საკუთარი ბიზნესი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების ოპტიმიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, წინ გადადგმული უმთავრესი ნაბიჯია.

სწორ მართვის სტილს, მოაქვს წარმატება, ამაში კი უდიდესი როლი იმ პროგრამას ენიჭება, რომელიც გეხმარებათ მარაგების მართვაში და გაწვდით ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს,  რომლითაც მარტივად ხედავთ არსებულ პრობლემებს და გამოსწორების გზებს.

რას ნიშნავს მარაგების მართვა და კონტროლი

მარაგების მართვა ნიშნავს, იცოდეთ რამდენი და რა სახეობების პროდუქტი გაქვთ დახლებსა და საწყობში დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რითაც განსაზღვრავთ შესასყიდი პროდუქტის აუცილებლობას და მუდმივად დააკმაყოფილებთ მომხმარებლებს არსებული მარაგით.

ამ საქმიანობის წარმოება დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ თუ ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე შეაჩერებთ არჩევანს, როგორიცაა ოპტიმო, ყველაფერი გამარტივდება.

ოპტიმოში პროდუქციის ერთჯერადად აღრიცხვის შემდეგ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღებთ ინფორმაციას ობიექტზე არსებული ნაშთების შესახებ, გაანალიზებთ შედეგებს და ამის მიხედვით დაგეგმავთ შესყიდვებს.

მარაგების არასწორმა აღრიცხვამ შეიძლება ბევრი სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს და უკან დასწიოს თქვენი ბიზნესი, ამიტომ გიზიარებთ იმ ძირითად სტრატეგიებს, რომელიც დაგეხმარებათ მაღაზიის სწორად მართვაში

მიზნები და ამოცანები

პირველი ნაბიჯი მარაგების ეფექტურად მართვისთვის არის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.

ჩამოყალიბდით რა არის თქვენი მიზანი –  დაზოგოთ ფინანსები იმ მომენტისთვის არასაჭირო პროდუქციის შესყიდვით, არ დააკავებინოთ საწყობში ადგილი არასაჭირო პროდუქციას, გქონდეთ მარაგები ყოველთვის და სააქციო შეთავაზებების დროს მოულოდნელად არ ამოგეწუროთ  მარაგი გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად.

მიზნის განსაზღვრის შემდეგ დასახეთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგები და ნაბიჯ- ნაბიჯ დაიწყეთ შესრულება, ამასთან იზრუნეთ რომ რუტინულმა საქმეებმა არ „შეჭამოს“ თქვენი მთავარი ამოცანა, რომლის შესრულებისკენაც ისწრაფვით.

მარაგების მართვის პროგრამის გამოყენება დაგეხმარებათ, რომ არ მოცდეთ ისეთი ყოველდღიური საქმეების კეთებით, რაც პროგრამას მარტივად შეუძლია შეასრულოს, ამ დროში კი თქვენ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგათ მიზნის მისაღწევად.

იცნობდეთ თქვენი ობიექტის დახლებსა და თაროებს ისე, როგორც საკუთარ ხელებს

შეკვეთის გაკეთებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადებს, როგორც წესი მაღაზიებსა და მომწოდებლებს ხელშეკრულებით აქვთ გაწერილი რა ვადის პროდუქცია უნდა შევიდეს ობიექტში და როდის უნდა მოხდეს მისი გატანა/დაბრუნება.

ვადების მონიტორინგი შეამცირებს პროდუქტის გაფუჭებისა და გასაყიდად უვარგისის ობიექტში დარჩენის ალბათობას. ისეთი ხელსაწყოების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, თავიდან აგაცილებთ პროდუქტის დროზე ადრე გაფუჭებას. ამ პროცესის დიჯიტალიზაცია  მოგცემთ საშუალებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადია  – არის თაროების ეტიკეტირება, მალფუჭებადი პროდუქტების ფასები ხშირად იცვლება, რაც  ნიშნავს რომ უნდა შეიცვალოს ფასმაჩვენებელიც. ამ საკითხის მოგვარება მარტივად შესაძლებელია ციფრული ეტიკეტით, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ ფასი.

შეკვეთილი  და მიღებული პროდუქციის კონტროლი

პრაქტიკაში უამრავია ისეთი შემთხვევა, როცა მომწოდებელი ობიექტს აწვდის შეთანხმებულზე მოკლევადიან პროდუქტს, ან წუნდებულს, რაზეც პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მომწოდებელს ეკისრება, მაგრამ უმთავრესია, პრობლემა დროულად იქნეს აღმოჩენილი, რომ მოხდეს კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.

სწორედ ამ მიზნით ბევრმა სავაჭრო ობიექტმა დაიწყო პროგრამაში შეკვეთის ფორმისა და ინვოისის შეტანა, სადაც შესაძლებელია კომენტარების სახით მიეთითოს თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ვადა კონკრეტული მომწოდებლის მიერ წარმოებულ პროდუქტს, შეკვეთიდან რამდენ ხანში უნდა მოვიდეს თქვენს ობიექტამდე, რა რაოდენობის უნდა იყოს შეკვეთა და.ა.შ.

იცნობდეთ პროდუქტებს კარგად

აუცილებლად უნდა იცნობდეთ თქვენს ობიექტზე არსებულ პროდუქტებს კარგად, უნდა იცოდეთ რომელია ის სახეობა, რაც არასდროს არ უნდა ამოგეწუროთ და მუდმივად გქონდეთ მარაგში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ არა მხოლოდ ერთი სახეობა, არამედ სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად, შეიძლება ობიექტზე კარგად იყიდებოდეს რძე, მაგრამ აუცილებელია მის გვერდით იყოს უცხიმო რძე, რომელსაც შედარებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.

მარაგების მართვის პროგრამა დაგეხმარებათ ამოიცნოთ რომელია თქვენი ბესტსელერი პროდუქტი და იზრუნებს, იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი მოგცემთ მეტ მოგებას

რაში დაგეხმარებათ მარაგების მართვის პროგრამა ოპტიმო?

ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა საკითხს მოაგვარებს ოპტიმო,

აღრიცხავს და მართავს მარაგებს, მუდმივად გექნებათ ინფორმაცია გაყიდულ და შესყიდულ პროდუქციაზე, ობიექტზე არსებულ ნაშთებზე, ასევე იგი მარტივად „ცნობს“ ყველაზე კარგად გაყიდვად პროდუქციასა და მას, რომელსაც უჭირს რეალიზაცია, იქნებით ინფორმირებული დღის/თვის რა მონაკვეთია თქვენი ობიექტისთვის უფრო მომგებიანი/დატვირთული, რამდენია უშუალოდ თქვენი მოგება.

დაგეხმარებათ მარტივად აწარმოოთ შესყიდვები, დაადასტუროთ ან დააკორექტიროთ ინვოისები, შეინახოთ დოკუმენტები ქლაუდზე ისე, რომ არ გადატვირთოთ თქვენი კომპიუტერული ტექნიკის მეხსიერება.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ოპტიმო იზრუნებს ყველა იმ მნიშვნელოვან და რუტინულ საქმეზე, რასაც დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, თქვენ კი გექნებათ მეტი დრო წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯების დაგეგმვასა და სისრულეში მოსაყვანად.

რჩევები მაღაზიის გახსნისას

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მაღაზიის გახსნისას. კარგი ბიზნეს გეგმა, სწორი გათვლები და ეფექტური ქმედებები მომხმარებლის დასაინტერესებლად – საქმის კარგი დასაწყისია, მაგრამ ის წვრილმანი დეტალებიც არ უნდა დაგრჩეთ უყურადღებოდ, რაც საერთო ჯამში ქმნის წარმატებულ ბიზნესს.

მაშ ასე, თუ მაღაზიის გახსნით აპირებთ საკუთარი საქმის წამოწყებას, თვალი ადევნეთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

სწორად შეარჩიეთ ლოკაცია თქვენი მომავალი მაღაზიისთვის

ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს შემდგომ წარმატებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზია უნდა იყოს ხალხმრავალ ადგილას, სადაც აუცილებლად იქნება პარკინგისთვის გამოყოფილი სივრცე, მინიმუმ რამდენიმე მანქანის გასაჩერებელი ადგილი მაინც, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისთვის. თუ მანქანის გაჩერება მაღაზიის წინ პრობლემას წარმოადგენს, ჩათვალეთ, რომ 10 მომხმარებლიდან 7 დაკარგეთ, რადგან იქ წავლენ, სადაც მარტივად დაპარკინგდებიან და პარკებით დატვირთულნი ავტომობილთან ძალიან მალე მივლენ.

ობიექტს იურიდიული სტატუსი

სანამ გახსნით მაღაზიას, უნდა განსაზღვროთ რა იურიდიული სტატუსის მატარებელი უნდა იყოს ის, დიდი ალბათობით შპს, რომლის რეგისტრაციაც იუსტიციის სახლში ხდება. ამ პროცედურის გასავლელად აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 100 ლარი, რაც რეგისტრაციის ოფიციალური ღირებულებაა.

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება

ობიექტი მიმზიდველი უნდა იყოს არა მარტო ფასებითა და მომსახურებით არამედ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასე რომ ამ დეტალს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. მომხმარებელს უნდა სიამოვნებდეს თქვენთან მოსვლა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სათვალთვალო კამერებით ობიექტის უზრუნველყოფა ის მთავარი ამოცანაა, რომელიც თქვენი ბიზნესისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სიმშვიდის გარანტიად უნდა იქცეს. სწორად განსაზღვრეთ სად და რომელ წერტილებში უნდა განთავსდეს კამერები, რათა როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრს წვდებოდეს მისი „მხედველობის არე“.

მარტივად დასამახსოვრებელი მაღაზიის  სახელი

ლოკაციის შერჩევისა და მაღაზიის ინვენტარით აღჭურვის შემდეგ, აუცილებლად მოსაფიქრებელია მაღაზიის სახელი, რის შემდეგაც უნდა იზრუნოთ გარე რეკლამაზე, რათა ხალხს მიაწოდოთ ინფორმაციას, რომ მალე აქ მაღაზია გაიხსნება.

სახელი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მარტივად დაამახსოვრდება მომხმარებელს  და ეტყვის თუ რას ყიდის ობიექტი. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ მაღაზია, რომელსაც მფლობელის, მისი შვილის ან საყვარელი ადამიანის სახელი ან გვარი „ჰქვია“, რაც მაინდამაინც გამართლებული არ არის, თუ მაინცდამაინც უარს ვერ იტყვით ამ ტიპის დასახელებაზე, მიამატეთ ისეთი სიტყვა, რომლითაც მიხვდება  მომხმარებელი რისი ყიდვა შეუძლია თქვენთან, მაგალითად უბრალოდ „მარინას“ დარქმევას, უმჯობესია „ მარინას ჭურჭელი“ დაარქვათ, თუ კი თქვენთან მომხმარებელი ჭურჭლის ყიდვას შეძლებს.

პოზიტიური სტაფი

მეგობრული და პოზიტიური თანამშრომლების შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც თქვენი ბიზნესის მომავალ წარმატებას განსაზღვრავს. პოტენციური კლიენტების კმაყოფილება სწორედ მათზეა დამოკიდებული. ალბათ შეგხვედრიათ კონსულტანტი, რომელიც ყურადღების მიზნით მუდმივად უკან დაგყვებათ, რომ ნებისმიერი ინტერესი დაგიკმაყოფილოთ, ასევე გექნებოდათ კომუნიკაცია ისეთებთანაც, რომელსაც უნდა ეხვეწო, რომ კითხვაზე პასუხი მიიღო.

მომხმარებლისთვის არცერთი შემთხვევა არ არის იდეალური, ამ მხრივ ნამდვილი ოქროს შუალედია დასაცავი, რომ არც გააღიზიანოთ მომხმარებელი და უყურადღებოდაც არ დატოვოთ.

სალაროსა და მარაგების მართვის პროგრამა

მაღაზიის ეფექტური მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია გქონდეთ სალაროსა და მარაგების ისეთი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ –  როგორც ბიზნესოპერატორს, მართოთ თქვენი ბიზნესი ნებისმიერი ადგილიდან; მოლარეს – სწრაფად აწარმოოს გაყიდვები, რაც თავისთავად მიგიყვანთ მომხმარებლის კმაყოფილებამდე, რადგან თავიდან აირიდებთ რიგებს და მოკლე დროში შეძლებთ მოემსახუროთ უფრო მეტ კლიენტს.

ბიზნესის მართვისა და მარაგების აღრიცხვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, სწორედ ისაა, რომელსაც მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მაღაზიის პროგრამას უწოდებენ. იგი აღრიცხავს შესყიდულ თუ გაყიდულ პროდუქციას და იძლევა ზუსტ ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვებისა და მომგებიანობის შესახებ. ამასთანვე, ოპტიმოს დახმარებით შესაძლებელია მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი. ვინაიდან პროგრამა ქლაუდზეა დაფუძნებული, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ობიექტზე მიმდინარე მოვლენებს დისტანციურად, ერთი სივრციდან  მართოთ რამდენიმე ფილიალი, საწარმო, ფიზიკური და ინტერნეტ პლატფორმები.

გარდა ამისა, ოპტიმო მოლარისთვის განკუთვნილი სწრაფი და მოქნილი სისტემით გამოირჩევა, რომელიც უზრუნველყოფს გადახდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით.

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა სკანერი ვერ „ხედავს“ კონკრეტული პროდუქტის შტრიხკოდს, არის გაურკვევლობა და დგება რიგი, რაც იწვევს მომხმარებლის უკმაყოფილებას, ოპტიმო მოლარეს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტი არა მხოლოდ ერთი კომპონენტით, მაგალითად შტრიხკოდით მოძებნოს, არამედ საძიებოდ გამოიყენოს ფოტო, დასახელება, კატეგორია და.ა.შ. ეს ერთგვარად ხელს უშლის რიგების წარმოქმნას და კმაყოფილს ტოვებს როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნეს ოპერატორს. გარდა ამისა, ოპტიმოს სალაროს პროგრამას შეუძლია:

  • მარაგების პროგრამულად გადამოწმება
  • პროდუქტის უკან დაბრუნება
  • ჩეკის გადართვა როცა წინა მომხმარებელი ყოვნდება
  • გაყიდვების ისტორიის მოწოდება
  • მომწოდებლისგან შეკვეთების დადასტურება
  • იურიდიულ პირებზე გაყიდვები

თუ გაითვალისწინებთ ბლოგში მოცემულ რჩევებს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გაქვთ გადადგმული.

10 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო სალაროს პროგრამის არჩევისას

ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაში სალაროს პროგრამას გადამწყვეტი როლი ეკისრება.  სწორედ ამიტომ მისი შერჩევა ყველა იმ ფუნქციონალის გათვალისწინებით, რომელიც განაპირობებს წარმატებულ შედეგებს ძალიან მნიშვნელოვანია

ზოგადად, სალაროს პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ გაუმარტივოს ბიზნესს  ოპერაციების განხორციელება, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა-საჭიროებები და ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობასთან.

კარგი სალაროს პროგრამის ინსტალაციისთვის ფინანსების დანანება ნამდვილად არ ღირს, ინვესტიციის განხორციელება ამ კუთხით წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ისეთი მაღაზიის პროგრამა, რომელიც არ ითხოვს წინასწარ რაიმე ტიპის ინვესტიციას, იმისთვის, რომ დააყენოთ თქვენს ობიექტზე, მუშაობის თვალსაზრისით კი ყველანაირად ერგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მის გარეშე აუცილებლად დადგებით.

რა უნდა გაითვალისწინოთ სალაროს პროგრამის შერჩევისას? პირველ რიგში, უნდა იცოდეთ კონკრეტულად რომელი ოპერაციებისთვის გჭირდებათ ის და რა სარგებელს მოუტანს როგორც ობიექტს, ასევე თქვენთან დასაქმებულ ადამიანებს და მომხმარებლებს.

იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ გთავაზობთ ჩამონათვალს, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ სალაროს პროგრამა.

1. ინსტალაციის ღირებულება და თავსებადობა თქვენს მოწყობილობასთან

რასაკვირველია, უპირველესად მნიშვნელოვანია ის ფინანსური დანახარჯი, რისი გაწევაც მოგიწევთ პროგრამული უზრუნველყოფის დასაყენებლად და ის ფაქტორიც, დამატებით რა ხარჯი გექნებათ სარგებლობის დროს. დაგჭირდებათ რაიმე სხვა ტიპის მოწყობილობა თუ შესაძლებელი იქნება ინტეგრაცია თქვენსავე გაჯეტებზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ ითხოვს ინვესტიციის ჩადებას მისი გამოყენებისთვის და ეს არის ოპტიმო. წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოხდება მისი ინსტალირება თქვენს ობიექტზე სრულიად უფასოდ და თქვენ მოგიწევთ მხოლოდ ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რომელიც მინიმუმ 40 ლარს შეადგენს. თუმცა, იმისთვის, რომ დატესტოთ პროგრამა, ოპტიმო იძლევა საშუალებას, პირველი 14 დღის განმავლობაში ისარგებლოთ სრულიად უფასოდ, გამოცადოთ მისი შესაძლებლობები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

რაც შეეხება მოწყობილობას,  ოპტიმო თავსებადია ნებისმიერი ტიპის კომპიუტერულ ტექნიკასთან, მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც საკუთარი ლეპტოპით, ასევე იმ მოწყობილობით, რომელსაც თავად ოპტიმო მოგაწვდით.

თუ ოპტიმოს სალაროს მოწყობილობაზე შეაჩერებთ არჩევანს, არ მოგიწევთ თანხის ერთიანად გადახდა,  თვეში მხოლოდ 90 ლარად ისარგებლებთ და გარკვეული დროის შემდეგ თქვენ საკუთრებაში გადმოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმალური გადასახადის ხარჯზე, მიიღებთ მაქსიმალურ სარგებელს და დაზოგავთ მეტს  ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის

2. მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სალაროს პროგრამა, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენს ბიზნესზე

სანამ შეარჩევთ სალაროს პროგრამას, აუცილებლად დაინტერესდით რა ოპერაციების განხორციელება შეგიძლიათ მისი საშუალებით და რა ტიპის ინფორმაციას უნდა გაწვდიდეთ.

შეძლებთ თუ არა მისი მეშვეობით მარაგების აღრიცხვას და კონტროლს, მიიღებთ თუ არა რეპორტებს და სტატისტიკებს თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად როგორიცაა გაყიდვები, შესყიდვები, ბესტსელერი პროდუქტები და.ა.შ.

დაგჭირდებათ თუ არა ტრენინგების გავლა მასში მუშაობის შესასწავლად?

როგორ განვითარდება მოვლენები პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში? მოგიწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა, თუ გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, ვინც დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში, ისე როგორც ამას ოპტიმო აკეთებს.

შეძლებთ თუ არა თქვენი სმარტფონით ადევნოთ თვალი ობიექტზე მიმდინარე მოვლენებს დისტანციურად, მაშინაც კი როცა ფიზიკურად შორს იქნებით

შეძლებთ თუ არა მისი დახმარებით რამდენიმე ფილიალის ერთდროულად მართვას, მომწოდებლების შეკვეთების დადასტურებას, ინვოისის ჩაკორექტირებას და.ა.შ.

4. მოქნილი როგორც მოლარისთვის, ასევე მომხმარებლისთვის

თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა ზრუნავდეს, რომ გაუმარტივოს მოლარეს მუშაობის პროცესი და მოახერხოს მან სწრაფი გადახდების წარმოება, რაც მომხმარებლის კმაყოფილებაზე და რიგების კონტროლზე აისახება.

ოპტიმოს სალაროს პროგრამა იძლევა საშუალებას:

  • გადამოწმდეს მარაგები პროგრამულად
  • მოხდეს რიგების კონტროლი
  • არ წარმოიშვას პრობლემა უკან დაბრუნების დროს
  • ნებისმიერ დროს იხილოთ გაყიდვების ისტორია
  • დაუდასტუროთ შეკვეთა მომწოდებლებს
  • განახორციელოთ იურიდიულ პირებზე გაყიდვები

5. მარტივად შესასწავლი

არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ისეთ სალაროს პროგრამაზე, რომლის შესწავლასაც დიდი დრო სჭირდება, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი, რომელსაც ექნება მარტივი ინტერფეისი.

ოპტიმოს მაღაზიის პროგრამაში მუშაობა არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს, გამოირჩევა სიმარტივით და ასეთივე ინტერფეისით, რაც აადვილებს მასში მუშაობას. პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი და კი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში

6. ბიზნესის ზრდის შესაძლებლობა და ხელშეწყობა

როდესაც საცალო ბიზნესი იზრდება,  დგება ოპერაციების გაფართოების საჭიროება, იზრდება როგორც ფილიალების, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა. თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა უნდა იძლეოდეს რამდენიმე ფილიალის ერთდროულად მართვის შესაძლებლობას, ასევე ფიზიკური  მაღაზიისა და ონლაინ პლატფორმების ინტეგრაციის საშუალებას.

7. მარაგების მართვა და კონტროლი

მარაგების მართვა და კონტროლი სავაჭრო ობიექტის ის ამოსავალი წერტილია, რომელიც განაპირობებს წარმატებას და საჭიროებს უამრავ დროსა და რესურსს სწორი მაჩვენებლების მისაღებად.

სწორედ ამიტომ შეაჩერეთ არჩევანი ისეთ პროგრამაზე, რომელიც დაგეხმარებათ აღრიცხოთ ობიექტზე არსებული პროდუქტები და შეძლოთ მათი მარტივად მართვა და კონტროლი.

8. ინტეგრაცია rs.ge-თან

თქვენ პროგრამა ინტეგირებული უნდა იყოს rs.ge-თან იმისთვის, რომ მოახდინოთ ზედნადებების დადასტურება, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება და უარყოფაც კი.

9. რეპორტინგი

რეპორტებსა და სტატისტიკებს უდიდესი გავლენა აქვთ ვითარების სწორად შეფასებისა და შემდეგი წარმატებისკენ მიმავალი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ  თქვენს მიერ შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა გაწვდიდეთ რეპორტებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციაზე, მაგალითად, გაყიდვებზე, შესყიდვებზე, სტატისტიკას თქვენი ობიექტის მუშაობის ყველაზე აქტიურ და პასიურ პერიოდებზე და.ა.შ.

10. ზრუნვა მომხმარებლებზე

პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ის და რა სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, მაგალითად, დასჭირდება თუ არა დიდი დრო მოლარეს გაატაროს ის პროდუქტი, რომელსაც „ვერ აღიქვამს“ სკანერი, ან შეძლებს თუ არა გადართოს ჩეკი და მოემსახუროს სხვა მომხმარებელს, როცა წინა შეყოვნდება, დაავიწყდება რაიმეს დახლიდან აღება, აწონვა და.ა.შ. რა მოხდება მაშინ, თუ ინტერნეტი გაითიშება, პარალიზდება სალარო, თუ გააგრძელებს მუშაობას და.ა.შ.

ოპტიმო ასეთ ვითარებაში ძალიან მოქნილია, რადგან ინტერნეტის გათიშვისასაც კი აგრძელებს შეუფერხებლად მუშაობას მოლარე, მონაცემები კი ხარვეზის გამოსწორების შემდეგ აისახება მენეჯერის სივრცეში.

3 ტერმინი, რომელსაც ფინანსურ აღრიცხვაში შეხვდები

magaziis-agricxva

თუ სტარტაპერი ხარ, წამოიწყე ბიზნესი და თანდათან ერკვევი ფინანსურ სააღრიცხვო სისტემებში ხშირად მოგიწევთ შეხება ისეთ ტერმინებთან როგორიცაა: ფასნამატი, მარჟა და საშუალო ქვითარი. რას ნიშნავს თითოეული მათგანი, რა ინფორმაციის მატარებელია და როგორ უნდა გამოითვალოთ ამას მითითებულ ბლოგში შეიტყობთ.

ფასნამატი

ფასნამატი ეს არის სხვაობა პროდუქტის შესყიდულ ღირებულებასა და მის გასაყიდ ფასს შორის და გამოიხატება პროცენტულად. მარჟა და ფასნამატი ურთიერთკავშირშია და ორივე მნიშვნელოვანია კომპანიის მომგებიანობის განსასაზღვრად.

ფასნამატი ხშირად ეშლებათ მოგების მარჟაში, არადა ისინი სრულიად სხვადასხვაა. ფასნამატი მხოლოდ გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის სხვაობაა და მოგება რომ დავთვალოთ, მას უნდა გამოაკლდეს კომპანიის სხვა ხარჯები, მაგალითად, ადმინისტრაციული, იჯარის, მარკეტინგის, საპროცენტო, გადასახადები და ა.შ. ანუ, თუ მაღაზიამ ერთი ტონა კომბოსტო 2,000 ლარად იყიდა და 3,000 ლარად გაყიდა, 1,000 ლარი იქნება ფასნამატი, მაგრამ არა მოგება, რადგან აღნიშნულ 1,000 ლარს უნდა გამოაკლდეს მაღაზიის სხვა ხარჯები (ხელფასები, კომუნალურები და ა.შ.).

როგორ გამოითვლება ფასნამატი და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას?

ფასნამატი პროცენტულად შემდეგნაირად გამოითვლება:

(პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებას – პროდუქტის თვითღირებულება)/ თვითღირებულებაზე * 100

ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

  • პროდუქტთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი
  •  ზედნადები ხარჯები ერთეულზე გაანგარიშებით
  •  საგადასახადო ხარჯები
  •  მისაღები მოგება

თუმცა, არსებული ჩამონათვალის გარდა მნიშვნელოვანია:

  • კონკურენტებისა და ბაზარზე არსებული ფასების ანალიზი
  •  ბაზარზე არსებული კომპანიების საწარმოო ხარჯების ანალიზი და წარმოების გაიაფების შესაძლებლობები
  •  სრული სადისტრიბუციო ხარჯი (ხარჯი პროდუქციის რეალიზებამდე)

კომპანიის ხელმძღვანელობა უნდა ცდილობდეს ისეთი ფასი დაადოს პროდუქტს, რომელიც დაფარავს მის წარმოებასთან, განაწილებასა და გაყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს და მაქსიმალურ მოგებას მოუტანს კომპანიას.

მარჟა

მოგების მარჟა არის კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებელი კოეფიციენტი. ის გამოითვლება კომპანიის შემოსავალში მოგების წილის გაანგარიშებით. მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავალი 5,000 ლარია და აქედან მოგება 1,000 ლარია, მოგების მარჟა იქნება 20%, რადგან 1,000 ლარი 5,000 ლარის 20%-ია.

მოგების მარჟა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია კომპანიის ეფექტიანობის შესაფასებლად და მას დიდ ყურადღებას აქცევენ.

შესაძლებელია გამოთვალოთ ბიზნესის საერთო მარჟა ან მარჟა ცალკეული პროდუქტებისთვის. ეს უკანასკნელი ეხმარება ბიზნესს მოახდინოს ყველაზე შემოსავლიანი ან ნაკლებ შემოსავლიანი საქონლის/მომსახურების იდენტიფიცირება, რაც  ბიზნესის მენეჯერს აძლევს საშუალებას, იცოდეს ყველაზე მეტად რომელ პროდუქტს მოაქვს მისთვის მოგება და რომელია ნაკლებ მომგებიანი.

როგორ გამოითვლება მარჟა?

ფინანსურ აღრიცხვაში არსებობს მარჟის სამგვარი გაანგარიშება:

  • მთლიანი მოგების მარჟა
  • საოპერაციო მოგების მარჟა
  • წმინდა მოგების მარჟა

მთლიანი მოგების მარჟა გამოითვლება შემდეგნაირად:
(წმინდა გაყიდვები – გაყიდული საქონლის ღირებულება) / წმინდა გაყიდვები

პროდუქტის მთლიანი მარჟის ან კომპანიის მთლიანი მარჟის ცოდნა ეხმარება ბიზნესის მფლობელს ან მენეჯერს განსაზღვროს, თუ რამდენი შემოსავალი ინახება მთლიანი მოგების სახით.

საოპერაციო მოგების მარჟა = საოპერაციო მოგება გაყოფილი წმინდა გაყიდვებზე.

მთლიანი მოგების მარჟისგან განსხვავებით, საოპერაციო მოგების მარჟა ასევე ითვალისწინებს საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის ადმინისტრაციულ და გაყიდვების ფუნქციებთან, პლუს წარმოების ხარჯებთან.

წმინდა მოგების მარჟა = წმინდა მოგება გაყოფილი წმინდა გაყიდვებზე.

იმის გამო, რომ ეს მარჟა მოიცავს ორგანიზაციის ყველა შემოსავალსა და ხარჯს, ის, როგორც წესი, ყველაზე აქტუალურია და ორგანიზაციები იყენებენ მას როგორც კომპანიის, ასევე პროდუქტის მომგებიანობისა და მენეჯმენტის მუშაობის შესაფასებლად.

საშუალო ქვითარი

საშუალო ქვითარი – ეს არის შემოსავლის ოდენობა გაყოფილი ქვითრების რაოდენობაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

იმისათვის რომ შეიმუშაოთ თქვენი მაღაზიის/ბიზნესის მართვის სწორი სტრატეგია, აუცილებლად უნდა  გქონდეთ ინფორმაცია საშუალო ქვითარზე. ბიზნესის, საცალო ვაჭრობის ან მაღაზიის მფლობელმა უნდა იცოდეს საშუალო ქვითრის ოდენობა იმისთვის, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები გაყიდვების გასაზრდელად. ის ნათლად აჩვენებს ბრუნვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში (თვე, კვარტალი ან წელი).

როგორ გამოითვლება საშუალო ქვითარი?

თვის, კვარტლის, ან წლის ჭრილში, თუ მომხმარებლის ყველა შესყიდვის ჯამს გაყოფთ ქვითრების საერთო რაოდენობაზე, მიიღებთ საშუალო ქვითარს, რაც სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის მაღაზიაში თითოეული შესყიდვის თანხის საშუალო ღირებულება.

მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ფეხსაცმელს და გაქვთ 150 ლარის ღირებულების ჩინური ფეხსაცმელი და ასევე ბრენდული,  3000-4000 ლარის ღირებულების იტალიური ფეხსაცმელი. კარგი ბრუნვის შემთხვევაში, მომხმარებელი შეიძენს ყველანაირ ფეხსაცმელს, როგორც ჩინურს, ასევე იტალიურს.

საშუალო ჩეკი, ამ შემთხვევაში, ტოლი იქნება ყველა ჩეკის ჯამისა, რომელიც უნდა გაიყოს მათ რიცხვზე.

მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ

120 წყვილი გაიყიდა 150 ლარად,

7 წყვილი – 3000 ლარად და

1 წყვილი – 4000 ლარად

როგორ ვთვლით საშუალო ქვითარს?

120 * 150+7 * 3,000 + 1 * 4,000 = 43,000 (ქვითრების ღირებულების ჯამი)

120 + 7 + 1 = 128 (ქვითრის რაოდენობა)

43,000 / 128 = 335,93 (საშუალო ქვითარი)

საჭირო მონაცემების მიღების შემდეგ შეგიძლიათ გააანალიზოთ გაყიდვები, გაეცნოთ სეზონურ რყევებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. ასევე შესაძლებელია ბიზნესის მომავალი ზრდისა და განვითარების პროგნოზირება.

5 მიზეზი, რატომ უნდა გამოიყენო ოპტიმოს სალაროს პროგრამა

salaros-programa

მაღაზიის გამართულად მუშაობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოლარე, რომელსაც კონტაქტი აქვს თქვენს ობიექტზე მობრძანებულ ყველა მომხმარებელთან და მის მუშაობაზე დიდწილადაა დამოკიდებული მათი კმაყოფილება.  რა იგულისხმება ამაში?

თუ მოლარე ვერ მუშაობს სწრაფად, არ აძლევს პროგრამა პროდუქციის სწრაფად გატარების საშუალებას, პრობლემები იჩენს თავს ელექტრონული გადახდის დროს, ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მუშაობის ხარისხზე, წარმოიქმნება რიგები და იზრდება უკმაყოფილო მომხმარებლების რიცხვი, რაც ნამდვილად არ აისახება კარგად თქვენი მაღაზიის იმიჯზე.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ობიექტზე გქონდეთ ისეთი სალაროს პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მოლარეს სწრაფად მუშაობაში.

მოლარისა და ობიექტის საჭიროებებზე მორგებული სალაროს პროგრამა აქვს ოპტიმოს, რომელიც გახლავთ მარაგებისა და გაყიდვების პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის.

სხვა უპირატესობებთან ერთად ის არის ოპტიმოს ის ძლიერი მხარე, რომლის გამოც ხშირად აკეთებენ ხსენებულ მაღაზიის პროგრამაზე არჩევანს.

ჩამოვთვალოთ ის 5 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ოპტიმოს სალაროს პროგრამა:

1. სიმარტივე

პროგრამაში მუშაობა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს მოლარეებისთვის, მარტივად ასათვისებელია და უზრუნველყოფს სწრაფ მომსახურებას, თავსებადია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან იქნება ეს ფისკალური აპარატი, ბანკის ტერმინალი, სასწორი და სხვა.

2.  მარაგების პროგრამულად გადამოწმების შესაძლებლობა

ოპტიმოს სალაროს პროგრამის საშუალებით მოლარეს შეუძლია საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში, რაც ძალიან ამარტივებს პროცესებს და იძლევა საშუალებას მომენტალურად დააკმაყოფილოთ მომხმარებლის ინტერესი.

3. პროდუქციის სხვადასხვა ხერხით გატარების საშუალება

ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა მაღაზიის გრძელ რიგში მდგომს, ძლივს მიგიღწევიათ მოლარემდე და უცებ პროგრამას გაუჭედია, არადა არ ატარებს სკანერი პროდუქტს, ვერ აღიქვამს შტრიხკოდს, ოპტიმოს სალაროს პროგრამას ეს პრობლემა არასდროს ექნება, რადგან მოლარეს აძლევს საშუალებას პროდუქტი გაატაროს არა მხოლოდ შტრიხკოდით, არამედ დასახელებით, ფოტოთი ან ძიების სხვა, მარტივი საშუალებით.

4. გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს მომხმარებელი

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწრაფი გაყიდვების წარმოებისთვის, პროდუქციის გატარებისას თუ აღმოაჩენთ, რომ მომხმარებელს რომელიმე პროდუქტის აწონვა დაავიწყდა, ან თუნდაც სურს, მიბრუნება დახლთან, იმ მნიშვნელოვანი ნივთის მოსატანად, რომლის სალარომდე მოტანაც გამორჩა, არ შეუქმნით უხერხულობას და არ დააყოვნებთ პროცესებს მის მოსვლამდე, მარტივად გადართავთ ჩეკს, მოემსახურებით შემდეგ მომხმარებელს, სანამ წარმოშობილ პრობლემას მოაგვარებს წინა და შემდეგ უპრობლემოდ დაუბრუნდებით მას.

ამით თავიდან აირიდებთ რიგებს, უკმაყოფილო მომხმარებლებს და შეძლებთ სწრაფად  აწარმოოთ გაყიდვები.

5. შეამოწმოს გაყიდვების ისტორია და არ ითვალოს ხელით ცვლის ნავაჭრი

მოგეხსენებათ, ძირითად შემთხვევაში მოლარეები ცვლებში მუშაობენ, ამ დროს ე.წ. გადაბარებისთვის, აუცილებელია ცვლის ნავაჭრის დათვლა, ხელით ამ პროცედურის ჩატარება არასასიამოვნოა და დროის თვალსაზრისითაც არაა მოსახერხებელი, ოპტიმოს სალაროს პროგრამის დახმარებით მოლარეს შეუძლია შეამოწმოს გაყიდვების ისტორია და ცვლის ნავაჭრი დათვალოს არა ხელით, არამედ პროგრამულად.

ასეთი მოსახერხებელი და საჭირო სალაროს პროგრამის დაყენება შეგიძლიათ თქვენსავე ლეპტოპში, ან თუ არ გაქვთ შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, მაშინ პროგრამის თქვენს ობიექტზე დაყენების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ოპტიმოს სალაროს მოწყობილობითაც, რომელიც არ საჭიროებს კლავიატურას, რაც უფრო კომფორტულს ხდის გამოყენებას, არ იკავებს დიდ ადგილს და გადაადგილება მარტივად შეგიძლიათ.

ოპტიმოს სალაროს მოწყობილობით სარგებლობისთვის ერთიანი თანხის გადახდა არ მოგიწევთ, თვეში მხოლოდ 90 ლარად შეგიძლიათ ისარგებლოთ და 2 წლის შემდეგ უკვე თქვენს საკუთრებაში გადმოვა.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმოს დაყენების შემდეგ გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გაუწევს დახმარებას როგორც მოლარეს, ისე მენეჯერს.

მართეთ ბიზნესი მარტივად და გონივრულად ოპტიმოსთან ერთად.

რა უპირატესობები აქვს ქლაუდზე დაფუძნებულ პროგრამას?

ოპტიმო მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ბიზნესის შესახებ არსებულ ინფორმაციას, იქნება ეს მარაგები, გაყიდვები, შესყიდვები, რეპორტები, სტატისტიკები თუ სხვა.

ის ეხმარება ბიზნესის მენეჯერს, მუდმივად ეჭიროს ხელი მისი ბიზნესის მაჯისცემაზე და საქმის კურსში იყოს როგორც ფინანსურ თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები, მომგებიანობა და.ა.შ, ასევე, იცოდეს და მართავდეს ობიექტზე მომხდარ ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენას, იქნება ეს პროდუქციის ნაშთები, მომწოდებელთან ანგარიშსწორება, იურიდიულ პირზე გაყიდვები, წარმოება თუ სხვა.

მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ ბიზნესის მფლობელს ან მენეჯერს უწევს გამგზავრება, ვერ ახერხებს რამდენიმე დღე მისვლას ობიექტზე?

თუ სარგებლობთ პროგრამით ოპტიმო, ზემოთ ხსენებული პრობლემები დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან  შეგიძლიათ ისევე მართოთ თქვენი ბიზნესი მობილურით ან ლეპტოპით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, როგორც ადგილზე ყოფნისას გააკეთებდით.

როგორ?

ოპტიმო cloud-ზე დაფუძნებული პროგრამაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ღრუბელზე ინახავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაძლევთ საშუალებას მართოთ ბიზნესი სახლიდან გაუსვლელადაც კი.

რას ნიშნავს cloud-ზე დაფუძნებული პროგრამა?

Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა „ვებ-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის“ სინონიმია. როდესაც პროდუქტი ღრუბელზეა განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები ინახება და ხელმისაწვდომია ინტერნეტში და არა თქვენს მოწყობილობაზე, რაც თავის მხრივ თავიდან აგარიდებთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაკარგვის საფრთხეს და არ დაამძიმებს თქვენს კომპიუტერულ ტექნიკას ფაილებით.

მაგრამ, თუ ინტერნეტის წვდომას შეექმნა პრობლემა, ფერხდება თუ არა მუშაობა? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში იყენებთ ოფლაინ რეჟიმს, რათა განახორციელოთ უსაფრთხო ტრანზაქციები, რომლებიც დამუშავდება ავტომატურად, როდესაც განახლდება ინტერნეტთან წვდომა.

რა უპირატესობებით ხასიათდება ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამა?

მომსახურება დანახარჯების გარეშე

არჩევანის შეჩერება Cloud-ზე დაფუძნებულ პროგრამაზე კომპანიას თავიდან არიდებს  ტექნიკაზე (სერვერი, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები და სხვა) გაწეულ ძვირადღირებულ დანახარჯებს. Cloud მომსახურება ეს ერთგვარი იჯარაა, რაც გაძლევთ უფლებას თქვენთვის სასურველი დროით და პირობებით, ისარგებლოთ პროგრამული უზრუნველყოფით.

მოქნილობა და სიმარტივე

Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამით სარგებლობისას თქვენ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად შეგიძლიათ მოერგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს. მაგალითად სწრაფად აწარმოოთ გადახდები საკრედიტო ბარათით, სმარტფონით ან პლანშეტის ბარათის წამკითხველის გამოყენებით, მიიღოთ შეკვეთები ტელეფონით. მოახდინოთ მარტივი აპლიკაციების ინტეგრაცია და მართოთ ბიზნესი პროგრამის საშუალებით, ინტეგრირდით და მართოთ ელ. კომერცია ფიზიკურ ობიექტთან ერთად ერთ სივრცეში.

გაყიდვების ანალიტიკა ნებისმიერი ადგილიდან

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ გაყიდვების ანალიტიკა ნებისმიერი ადგილიდან ლეპტოპით ან  სმარტფონით. გადახდის როგორი მეთოდიც უნდა აირჩიოს მომხმარებელმა, გაყიდვების ყველა მონაცემი ერთ ადგილას იყრის თავს და ხელმისაწვდომი ხდება თქვენთვის, სადაც არ უნდა იყოთ. გარდა ამისა,  შეგიძლიათ მარტივად ჩამოტვირთოთ და გააანალიზოთ ჩანაწერები Microsoft Excel და Google Sheets-ის მეშვეობით.

მართეთ მარაგები დისტანციურად

აღრიცხოთ და მართოთ მარაგები შორიდანაც კი, რათა სწორად აწარმოოთ შესყიდვები და მუდმივად იცოდეთ რა მოცულობის ნაშთი გაქვთ საწყობსა და დახლებზე. Cloud-ზე არსებული სერვისები იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ.

 უსაფრთხოება

Cloud მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენი კომპანიის პროგრამული ლიცენზიები და ინფორმაციული ბაზა მაქსიმალურად არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საფრთხე, რადგანაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვის რისკი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება Cloud სივრცეში და თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, დაუკავშირდეთ მას. სწორედ რისკებისადმი გამძლეობა და უსაფრთხოებაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც აუცილებელს ხდის Cloud მომსახურებაზე გადასვლას.

ავტომატური განახლებების მიღება მუდმივ რეჟიმში

Cloud მომსახურება უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ გაცვლას და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ავტომატური განახლებები. როდესაც კომპანია Сloud მომსახურებით სარგებლობს, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობის გარდა მას აქვს შესაძლებლობა ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ისარგებლოს მისთვის შექმნილი სიახლეებით.

სისწრაფე და მოხერხებულობა

მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და Cloud სერვისის მეშვეობით ოპტიმოს პროგრამასთან დაკავშირება ძალიან მარტივია. ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებით თქვენს საინფორმაციო ბაზას და ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი დრო ან სხვადასხვა ტიპის რთული პროცედურის გავლა.

Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამით სარგებლობა ეს არის მეტი მოქნილობა თქვენი ბიზნესისათვის!

როგორ შევარჩიოთ პროგრამა მაღაზიისთვის

rogor-shevarchio-programa-magaziistvis

თუ გაქვთ მაღაზია, კვების ობიექტი, დრაივი აუცილებლად გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას, მოსახერხებელი და კომფორტული იქნება როგორც მენეჯერისთვის, ისე თქვენს ობიექტზე მომუშავე პერსონალისთვის და ამავდროულად იზრუნებს, მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც თავისთავად პირდაპირ კავშირშია საქმის წარმატებასთან.

იმისთვის რომ განავითაროთ ბიზნესი, არ დახარჯოთ დრო ისეთ რუტინულ საქმეებზე, როგორიცაა პროდუქციის აღრიცხვა, შესყიდვებისა და გაყიდვების ხელით შეყვანა ფაილში, ან თუნდაც აღწერა ფურცელზე და ამის ნაცვლად მეტი იფიქროთ განვითარებაზე აუცილებელია, გქონდეთ ციფრული ხელსაწყო, რაც ზემოთ ხსენებულ ოპერაციებს თვითონ შეასრულებს და თქვენ მოგაწვდით მზა რეპორტებს, სტატისტიკებს და ზოგადად ინფორმაციას ბიზნესის შესახებ.

სანამ დაიწყებთ ასეთი პროგრამის ძებნას თქვენი მცირე ან საშუალო ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ რა მოთხოვნებს უყენებთ მას – რა ტიპის დავალებებს უნდა ასრულებდეს, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებს უნდა ფლობდეს, რომ დაგეხმაროთ საქმის უკეთ კეთებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს უსაფრთხო, ზედმიწევნით უნდა ამუშავებდეს ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, აღრიცხავდეს მარაგებს და გეხმარებოდეთ სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულებაში.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რესტორნის მფლობელსა და ტანსაცმლის ბუტიკის მენეჯერს, თუმცა, შესაძლოა შეირჩეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერგება ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტის საჭიროებებს მისი მრავალმხრივი ფუნქციონალით.

რა შემთხვევაში გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა?

ოპტიმალური პასუხი არის – ნებისმიერ შემთხვევაში!

არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის მოცულობას, თუ შეისყიდით და შემდეგ ყიდით პროდუქტს, ახდენთ ელექტრონულ გადახდებს – ეს მიუთითებს, რომ თქვენთვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღაზიის პროგრამის დაყენება. რატომ?

იმიტომ რომ აწარმოოთ უსაფრთხო გაყიდვები, იცოდეთ რა რაოდენობის და კონკრეტულად რა სახეობის პროდუქტი გაქვთ მარაგში, გქონდეთ ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, შემოსავლებზე, მომგებიანობაზე და.ა.შ.

თუ არ იცით, ზუსტად რა რაოდენობის პროდუქტი იყიდება თქვენს ობიექტზე დღის/თვის განმავლობაში და შესაბამისად არ გაქვთ ინფორმაცია მარაგებზე, ვერ განსაზღვრავთ რამდენის შესყიდვაა საჭირო. შედეგად, ფინანსებს ვერ მისცემთ სწორ მიმართულებას და შესაძლოა, ისეთი პროდუქტი დაგიგროვდეთ საწყობში, რომელსაც რეალიზაცია უჭირს, ბესტსელერის მარაგი კი მოულოდნელად ამოგეწუროთ.

რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე, რაც უფრო მეტად ხართ ინფორმირებული, მით  უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

გარდა ამისა, კარგი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა დადებითად აისახება თქვენი ბიზნესის იმიჯზე, რაც დამატებითი სარგებელია თანამშრომლების სტაბილურობის განცდისთვის და კონტრაქტორებისთვის, ვისთანაც ამყარებთ ან დაამყარებთ საქმიან ურთიერთობას.

რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევამდე?

საწყისი ღირებულება

რა თანხის სანაცვლოდ მოხდება თქვენს ობიექტზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და რა დრო დასჭირდება ამას.

ყოველთვიური გადასახადი

რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს თქვენგან პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, რათა დაფიქრდეთ ღირს თუ არა იმ სარგებლის მიღება იმ თანხად, რისი გადახდაც მოგიწევთ

მოწყობილობა

გჭირდებათ თუ არა სპეციალური მოწყობილობა პროგრამის დასაყენებლად თუ შესაძლებელია, თქვენს საკუთრებაში არსებულ ლეპტოპზე, ან პერსონალურ კომპიუტერზე დაყენება?

თუ გჭირდებათ დამატებითი მოწყობილობა, მაშინ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ რა მოცულობის ინვესტირებას მოითხოვს თქვენგან, ერთიანად უნდა გადაიხადოთ თუ შესაძლოა გადანაწილება და.ა.შ.

გარდა ამისა, უნდა გაიგოთ რამდენად მარტივია მასში მუშაობა, საჭიროებს თუ არა სპეციალურ ტრენინგებს და სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილებას, როგორ განვითარდება მოვლენები პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში და.ა.შ.

ფუნქციონალი

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად უნდა გამოარკვიოთ კონკრეტულად რაში დაგეხმარებათ პროგრამა:

უკავშირდება თუ არა ტერმინალს, პოს აპარატს, ინტეგრირებულია თუ არა rs.ge-თან, შეძლებთ თუ არა ზედნადებების დადასტურებას, კორექტირებას. მარაგების მართვისა და აღრიცხვის როგორი სისტემა აქვს, მოგაწვდით თუ არა რეპორტებს გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, მოახდენთ თუ არა მომწოდებელთან ანგარიშსწორებას მისი მეშვეობით, შესაძლებელია თუ არა წარმოების, ან რამდენიმე ფილიალის ერთი სივრციდან მართვა და.ა.შ.

აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამა ოპტიმო, რომელსაც მისი მოქნილობისა და  სიმარტივის გამო მაღაზიის პროგრამასაც უწოდებენ.

ოპტიმო ნამდვილად არის საუკეთესო მეგზური ბიზნესის გონივრულად მართვის გზაზე.