Skip to main content

როდის გჭირდება ინვენტარიზაცია მაღაზიაში

ინვენტარიზაცია – ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი, რომელიც გამოიყენება საწყობებში საქონლის ფაქტიური ნაშთების აღსაწერად და მათ  ბუღალტრულ ნაშთებთან შესადარებლად.

მისი მიზანია დროის გარკვეული პერიოდში მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული მარაგების, წარმოების, საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, ტარისა და ზოგადად, საქონლის ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

საქართველოში, კომპანიების დიდი ნაწილისათვის ანგარიშგების პერიოდი ემთხვევა კალენდარულ წელს და სრულდება 31 დეკემბერს. მოგეხსენებათ, ახლოვდება აღნიშნული თარიღი და შესაბამისად კომპანიებს უწევთ ისეთი პროცედურების ჩატარება, რომელიც მოიცავს საანგარიშგებო პერიოდის დახურვას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, წლის შედეგებისა და ფულადი ნაკადების საბოლოო შეჯერებასა და ანალიზს, დაგეგმილი წლიური ბიუჯეტის შესრულების ანალიზსა და შემდგომი პერიოდის ბიუჯეტირებას, საინფორმაციო სისტემისა და ბუღალტრული ინფორმაციის მომზადებას.

ზემოთ ხსენებული დოკუმენტაციის მომზადებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ინვენტარიზაცია. იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საცალო ვაჭრობის სექტორში ოპერირებენ, მნიშვნელოვანია სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა. ისინი როგორც იმპორტს, ასევე ადგილობრივ შესყიდვას დოკუმენტაციით უნდა აღრიცხავდნენ და ფაქტობრივ ნაშთთან ადარებდნენ.

ინვენტარიზაცია ტარდება ისეთი სასაქონლო მატერიალური მარაგების სახეობების მიმართ, რომელთა დათვლა, აწონვა და აზომვა ფიზიკურად შესაძლებელია.

ინვენტარიზაციას ექვემდებარება ის სასაქონლო მატერიალური მარაგები, რომელიც

  • გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე;
  • გადასახადის გადამხდელის მიერ მოღებულია შესანახად, იჯარით სარგებლობისთვის, გადასამუშავებლად ან სხვა დანიშნულებით;
  • აღრიცხულია შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე, როგორც
  • გზაში მყოფი
  • გადატვირთული
  • სხვა გადასახადის გადამხდელთან გადასამუშავებლად ან/და საწყობში შესანახად გადაცემული

რა შემთხვევაშია საჭირო ინვენტარიზაცია?

გარდა ზემოთ ხსენებული საანგარიშგებო პერიოდისა, როცა აუცილებელი ხდება ინვენტარიზაცია, არსებობს კიდევ სხვა, მთელი რიგი გარემოებები, რომელთა დროსაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი.

ინვენტარიზაცია საჭიროა:

  • როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი რომ მარაგების ფაქტობრივი ნაშთი განსხვავდება ბუღალტრული ჩანაწერებისგან;
  • ბიზნესს აინტერესებს ქონების ფაქტობრივი რაოდენობა;
  • ქონების ყიდვა-გაყიდვისას ან გაქირავების დროს;
  • წლიური ბუღალტრული ნაშთების დასასმელად;
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას;
  • როცა გამოვლენილია ბოროტმოქმედების ან ვანდალიზმის ფაქტები;
  • კომპანიის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში – წყალდიდობა და ხანძარი; 
  •  “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისი  N 605 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.

როგორ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი?

ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

  • იქმნება საინვენტარიზაციო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს  მარაგებზე მატერიალურად პასუხისმგებელი
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგებით დგება ქონების/მარაგების სია, რომელშიც განსაზღვრულია საინვენტარიზაციო ობიექტების დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა.
  • გამოვლენილი ქონების/მარაგების ფაქტიური რაოდენობის შეჯერება ხდება საბუღალტრო მონაცემებთან და დანაკლისის ან ზედმეტობის დაფიქსირების შემთხვევაში განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით დარიცხვადი თანხები.

როგორ ჩავატაროთ ინვენტარიზაცია მარტივად და როგორ დაგეხმარებათ ოპტიმო ამ პროცესის მართვაში?

თუ ფლობთ სავაჭრო ან კვების ობიექტს მისი გონივრულად, მარტივად და ეფექტურად მართვისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მაღაზიის პროგრამა ოპტიმო, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის შესახებ, გაწვდით სტატისტიკებს და რეპორტებს ანალიზისა და შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად.

პროგრამაში პროდუქციის ერთჯერადად აღრიცხვის შემდეგ კი იძლევა მუდმივად განახლებულ და რაც მთავარია, ზუსტ ინფორმაციას მარაგების შესახებ. მისი საშუალებით მაშინაც კი შეძლებთ გაიგოთ რამდენად მომგებიანი დღე იყო თქვენი ობიექტისთვის გაყიდვების თვალსაზრისით, როცა ფიზიკურად მისვლას ვერ მოახერხებთ.

ის ეხმარება არა მარტო მენეჯერს მართოს ბიზნესი, არამედ მომუშავე პერსონალსაც უადვილებს საქმეს და ზრუნავს სწრაფ მომსახურებაზე, რასაც თავისთავად მომხმარებლის კეთილგანწყობა მოაქვს.

გარდა ამისა, ოპტიმოთი სარგებლობის შემთხვევაში მისი პარტნიორი კომპანიებისგან სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებთ, ერთ-ერთი ასეთია ინვენტერი, რომელიც ბაზარზე არსებულ ნებისმიერ ბიზნესს სთავაზობს: ხარისხიან, კომპეტენტურ და სწრაფ სერვისს ინვენტარიზაციასა და მარაგების მართვაში.

კომპანიის მიერ შესრულებული ინვენტარიზაციის მომსახურება სრულდება სტანდარტების შესაბამისად და გამოირჩევა მაღალი სანდოობითა და სიზუსტით.

ინვენტერი ასევე გაგიწევთ კონსულტაციას ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მორგებული იქნება თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე.

ინვენტერი ოპტიმოს მომხმარებლებს სთავაზობს 20%-მდე ფასდაკლებას ინვენტარიზაციის მომსახურებაზე და უზრუნველყოფს:

  • ოპტიმოსთვის ბაზის აწყობას;
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციას;
  • გენერალური ინვენტარიზაციის ჩატარებას;
  • სასაქონლო მატერიალურ მარაგებზე პასუხისმგებელი პირების კონტროლს;
  • ზედმეტობისა და დანაკლისის გამოვლენას;

ხშირად დასმული შეკითხვები – ოპტიმოს შესახებ

ოპტიმო  – გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამაა კვების ობიექტებისა და სავაჭრო დაწესებულებებისთვის, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის მართვის საკითხში.

მისი საშუალებით შეგიძლიათ, გააციფრულოთ ბიზნესი, აღრიცხოთ თქვენი პროდუქცია პროგრამაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები, მიიღოთ ინფორმაცია  შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ.

ოპტიმოს პროგრამა, მის სივრცეში პროდუქციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, საოცარი სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს და იძლევა ინფორმაციას დახლებსა და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს გექნებათ ზუსტი მაჩვენებლები მარაგში არსებული პროდუქტების რაოდენობისა და სახეობების თაობაზე, რის მიხედვითაც შეძლებთ დაგეგმოთ შესყიდვები, განსაზღვროთ როგორი იქნება შემოსავლები, მომგებიანობა და.ა.შ.

თუ სარგებლობთ მაღაზიის პროგრამით ოპტიმო, ესე იგი არ გიწევთ საწყობში სირბილი, ნაშთების დათვლა და შეკვეთის ამის მიხედვით გაკეთება, რადგან ოპტიმო თვითონ გაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მარაგების შესახებ, გეხმარებათ სწორად განსაზღვროთ, რა რაოდენობით გჭირდება კონკრეტული პროდუქტი, რამდენი გაიყიდა და რამდენია დარჩენილი მარაგში.​

თუ გსურთ  თქვენს ობიექტზე დააყენოთ ოპტიმო და გაინტერესებთ, როგორ გახდეთ მისი მომხმარებელი, მაშინ გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://optimo.ge/request, ან დარეკეთ ნომერზე: 032 2 800 900, სადაც მიიღებთ ამომწურავ პასუხებს თქვენს ნებისმიერ კითხვაზე.

თუ არ გაქვთ  სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება, სანერვიულო არაფერია, რადგან წინასწარ გამოცდილების ქონა არ არის საჭირო. ოპტიმოში მუშაობას თქვენი პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი ზედმეტი გადასახადის გარეშე გასწავლით. მას შემდეგ, რაც დააყენებთ ოპტიმოს თქვენს ობიექტზე, გეყოლებათ მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს წარმოშობილი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

რა ეტაპები უნდა გაიაროთ ოპტიმოში მუშაობის დასაწყებად?

უნდა შეარჩიოთ სასურველი პაკეტი, რის შემდეგაც, ოპტიმოს ტექნიკური ჯგუფი დაგიყენებთ პროგრამას, პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი კი გასწავლით პროგრამის გამოყენებას და დაგეხმარებათ მარტივად შეიყვანოთ მონაცემები.

ბუნებრივია აქვე გაგიჩნდებათ კითხვა პაკეტების შესახებ, ოპტიმო ბიზნესებს სთავაზობს 4 განსხვავებულ პაკეტს, ესაა საბაზისო თვეში სულ რაღაც 40 ლარად, პლუსი – თვეში 70 ლარად, სტანდარტი – 90 ლარად და პრემიუმი მათთვის, ვისაც აქვს 100-მეტი გაყიდვის წერტილი.

ნებისმიერი პაკეტის არჩევამდე პირველი 14 დღე შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ ოპტიმოთი, მოირგოთ, დატესტოთ, გამოცადოთ და შემდეგ დაიწყოთ თანამშრომლობა. ანგარიშსწორება ხდება თვის ბოლოს, ინვოისის საფუძველზე. თუ დროთა განმავლობაში დაგჭირდათ პაკეტის გაზრდა ან შემცირება, პაკეტის გასაახლებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 800 900; ან მიწეროთ ელ-ფოსტაზე: info@optimo.ge

ოპტიმოს აქვს მოლარის მოქნილი პროგრამა მარტივი ინტერფეისით, რომელიც ეხმარება მოლარეს სწრაფად და მარტივად განახორციელოს გაყიდვები. მისი კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ პროდუქტების მოძებნა შტრიხკოდების, დასახელების, კატეგორიების ან ფოტოს მეშვეობითაა შესაძლებელი. სჭირდება თუ არა მოლარეს პროგრამაში სამუშაოდ ტრენინგების გავლა? არა. მოლარის სამუშაო სივრცე მარტივია და მასში მუშაობის დასაწყებად სულ რაღაც 10 წუთია საჭირო.

ხშირად ჩნდება კითხვა რა ტიპის მოწყობილობაა საჭირო პროგრამაში სამუშაოდ?

მოლარის სამუშაო პროგრამის დაყენება შესაძლებელია პირად კომპიუტერზე, თუმცა ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ოპტიმოს მოწყობილობით. რაც შეეხება მენეჯერის სამუშაო სივრცეს, ეს Cloud სისტემაა, რაც ნიშნავს იმას, რომ წვდომა გექნებათ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია.

რამდენ მომხმარებელს შეუძლია სისტემაში ერთდროულად მუშაობა? იმდენს, რამდენის სურვილიც გექნებათ, რადგან ოპტიმოში შეგიძლიათ, შექმნათ ულიმიტო რაოდენობის ქვემომხმარებელი, რომელიც ერთდროულად ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღებს წვდომას მენეჯერის მხარეს.

რა მონაცემების ნახვა შეუძლია მენეჯერს  სტატისტიკაში?

სტატისტიკაში შეგიძლიათ ნახოთ სრული ინფორმაცია შემოსავლების, ფასნამატის, ტრანზაქციების შესახებ. გააანალიზოთ გაყიდვები საათებისა და დღეების ჭრილში. ასევე, დამატებით ნახავთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსა და კატეგორიებს.

ალბათ გაინტერესებთ, შეფერხდება თუ არა პროგრამის მუშაობა, თუ ინტერნეტი გაითიშა, არა. მოლარის სივრცე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტის შეფერხების შემთხვევაშიც. წვდომის აღდგენის შემდეგ კი მოხდება მონაცემების სინქრონიზაცია მენეჯერის მხარეს.

როგორც ხედავთ, ოპტიმო ყველანაირად ერგება მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს, მუდმივად განახლების პროცესშია და ცდილობს, დანერგოს ინოვაციური მიდგომები ბიზნესის გონივრულად მართვისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.