ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტის გამართულად ფუნქციონირებაში სალაროს პროგრამას გადამწყვეტი როლი ეკისრება. სწორედ ამიტომ მისი შერჩევა ყველა იმ ფუნქციონალის გათვალისწინებით, რომელიც განაპირობებს წარმატებულ შედეგებს ძალიან მნიშვნელოვანია
ზოგადად, სალაროს პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ გაუმარტივოს ბიზნესს ოპერაციების განხორციელება, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა-საჭიროებები და ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა მოწყობილობასთან.
კარგი სალაროს პროგრამის ინსტალაციისთვის ფინანსების დანანება ნამდვილად არ ღირს, ინვესტიციის განხორციელება ამ კუთხით წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ისეთი მაღაზიის პროგრამა, რომელიც არ ითხოვს წინასწარ რაიმე ტიპის ინვესტიციას, იმისთვის, რომ დააყენოთ თქვენს ობიექტზე, მუშაობის თვალსაზრისით კი ყველანაირად ერგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მის გარეშე აუცილებლად დადგებით.
რა უნდა გაითვალისწინოთ სალაროს პროგრამის შერჩევისას? პირველ რიგში, უნდა იცოდეთ კონკრეტულად რომელი ოპერაციებისთვის გჭირდებათ ის და რა სარგებელს მოუტანს როგორც ობიექტს, ასევე თქვენთან დასაქმებულ ადამიანებს და მომხმარებლებს.
იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ გთავაზობთ ჩამონათვალს, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიოთ სალაროს პროგრამა.
1. ინსტალაციის ღირებულება და თავსებადობა თქვენს მოწყობილობასთან
რასაკვირველია, უპირველესად მნიშვნელოვანია ის ფინანსური დანახარჯი, რისი გაწევაც მოგიწევთ პროგრამული უზრუნველყოფის დასაყენებლად და ის ფაქტორიც, დამატებით რა ხარჯი გექნებათ სარგებლობის დროს. დაგჭირდებათ რაიმე სხვა ტიპის მოწყობილობა თუ შესაძლებელი იქნება ინტეგრაცია თქვენსავე გაჯეტებზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, არსებობს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ ითხოვს ინვესტიციის ჩადებას მისი გამოყენებისთვის და ეს არის ოპტიმო. წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოხდება მისი ინსტალირება თქვენს ობიექტზე სრულიად უფასოდ და თქვენ მოგიწევთ მხოლოდ ყოველთვიური გადასახადის გადახდა, რომელიც მინიმუმ 40 ლარს შეადგენს. თუმცა, იმისთვის, რომ დატესტოთ პროგრამა, ოპტიმო იძლევა საშუალებას, პირველი 14 დღის განმავლობაში ისარგებლოთ სრულიად უფასოდ, გამოცადოთ მისი შესაძლებლობები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოწყობილობას, ოპტიმო თავსებადია ნებისმიერი ტიპის კომპიუტერულ ტექნიკასთან, მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც საკუთარი ლეპტოპით, ასევე იმ მოწყობილობით, რომელსაც თავად ოპტიმო მოგაწვდით.
თუ ოპტიმოს სალაროს მოწყობილობაზე შეაჩერებთ არჩევანს, არ მოგიწევთ თანხის ერთიანად გადახდა, თვეში მხოლოდ 90 ლარად ისარგებლებთ და გარკვეული დროის შემდეგ თქვენ საკუთრებაში გადმოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმალური გადასახადის ხარჯზე, მიიღებთ მაქსიმალურ სარგებელს და დაზოგავთ მეტს ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის
2. მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სალაროს პროგრამა, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს თქვენს ბიზნესზე
სანამ შეარჩევთ სალაროს პროგრამას, აუცილებლად დაინტერესდით რა ოპერაციების განხორციელება შეგიძლიათ მისი საშუალებით და რა ტიპის ინფორმაციას უნდა გაწვდიდეთ.
შეძლებთ თუ არა მისი მეშვეობით მარაგების აღრიცხვას და კონტროლს, მიიღებთ თუ არა რეპორტებს და სტატისტიკებს თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე, მაგალითად როგორიცაა გაყიდვები, შესყიდვები, ბესტსელერი პროდუქტები და.ა.შ.
დაგჭირდებათ თუ არა ტრენინგების გავლა მასში მუშაობის შესასწავლად?
როგორ განვითარდება მოვლენები პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში? მოგიწევთ დამატებითი გადასახადის გადახდა, თუ გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, ვინც დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში, ისე როგორც ამას ოპტიმო აკეთებს.
შეძლებთ თუ არა თქვენი სმარტფონით ადევნოთ თვალი ობიექტზე მიმდინარე მოვლენებს დისტანციურად, მაშინაც კი როცა ფიზიკურად შორს იქნებით
შეძლებთ თუ არა მისი დახმარებით რამდენიმე ფილიალის ერთდროულად მართვას, მომწოდებლების შეკვეთების დადასტურებას, ინვოისის ჩაკორექტირებას და.ა.შ.
4. მოქნილი როგორც მოლარისთვის, ასევე მომხმარებლისთვის
თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა ზრუნავდეს, რომ გაუმარტივოს მოლარეს მუშაობის პროცესი და მოახერხოს მან სწრაფი გადახდების წარმოება, რაც მომხმარებლის კმაყოფილებაზე და რიგების კონტროლზე აისახება.
ოპტიმოს სალაროს პროგრამა იძლევა საშუალებას:
- გადამოწმდეს მარაგები პროგრამულად
- მოხდეს რიგების კონტროლი
- არ წარმოიშვას პრობლემა უკან დაბრუნების დროს
- ნებისმიერ დროს იხილოთ გაყიდვების ისტორია
- დაუდასტუროთ შეკვეთა მომწოდებლებს
- განახორციელოთ იურიდიულ პირებზე გაყიდვები
5. მარტივად შესასწავლი
არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ისეთ სალაროს პროგრამაზე, რომლის შესწავლასაც დიდი დრო სჭირდება, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი, რომელსაც ექნება მარტივი ინტერფეისი.
ოპტიმოს მაღაზიის პროგრამაში მუშაობა არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს, გამოირჩევა სიმარტივით და ასეთივე ინტერფეისით, რაც აადვილებს მასში მუშაობას. პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი და კი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში
6. ბიზნესის ზრდის შესაძლებლობა და ხელშეწყობა
როდესაც საცალო ბიზნესი იზრდება, დგება ოპერაციების გაფართოების საჭიროება, იზრდება როგორც ფილიალების, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა. თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა უნდა იძლეოდეს რამდენიმე ფილიალის ერთდროულად მართვის შესაძლებლობას, ასევე ფიზიკური მაღაზიისა და ონლაინ პლატფორმების ინტეგრაციის საშუალებას.
7. მარაგების მართვა და კონტროლი
მარაგების მართვა და კონტროლი სავაჭრო ობიექტის ის ამოსავალი წერტილია, რომელიც განაპირობებს წარმატებას და საჭიროებს უამრავ დროსა და რესურსს სწორი მაჩვენებლების მისაღებად.
სწორედ ამიტომ შეაჩერეთ არჩევანი ისეთ პროგრამაზე, რომელიც დაგეხმარებათ აღრიცხოთ ობიექტზე არსებული პროდუქტები და შეძლოთ მათი მარტივად მართვა და კონტროლი.
8. ინტეგრაცია rs.ge-თან
თქვენ პროგრამა ინტეგირებული უნდა იყოს rs.ge-თან იმისთვის, რომ მოახდინოთ ზედნადებების დადასტურება, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება და უარყოფაც კი.
9. რეპორტინგი
რეპორტებსა და სტატისტიკებს უდიდესი გავლენა აქვთ ვითარების სწორად შეფასებისა და შემდეგი წარმატებისკენ მიმავალი გადაწყვეტილებების მიღებაზე.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ თქვენს მიერ შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფა გაწვდიდეთ რეპორტებს თქვენთვის საჭირო ინფორმაციაზე, მაგალითად, გაყიდვებზე, შესყიდვებზე, სტატისტიკას თქვენი ობიექტის მუშაობის ყველაზე აქტიურ და პასიურ პერიოდებზე და.ა.შ.
10. ზრუნვა მომხმარებლებზე
პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ის და რა სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, მაგალითად, დასჭირდება თუ არა დიდი დრო მოლარეს გაატაროს ის პროდუქტი, რომელსაც „ვერ აღიქვამს“ სკანერი, ან შეძლებს თუ არა გადართოს ჩეკი და მოემსახუროს სხვა მომხმარებელს, როცა წინა შეყოვნდება, დაავიწყდება რაიმეს დახლიდან აღება, აწონვა და.ა.შ. რა მოხდება მაშინ, თუ ინტერნეტი გაითიშება, პარალიზდება სალარო, თუ გააგრძელებს მუშაობას და.ა.შ.
ოპტიმო ასეთ ვითარებაში ძალიან მოქნილია, რადგან ინტერნეტის გათიშვისასაც კი აგრძელებს შეუფერხებლად მუშაობას მოლარე, მონაცემები კი ხარვეზის გამოსწორების შემდეგ აისახება მენეჯერის სივრცეში.