ოპტიმო მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამაა, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ბიზნესის შესახებ არსებულ ინფორმაციას, იქნება ეს მარაგები, გაყიდვები, შესყიდვები, რეპორტები, სტატისტიკები თუ სხვა.
ის ეხმარება ბიზნესის მენეჯერს, მუდმივად ეჭიროს ხელი მისი ბიზნესის მაჯისცემაზე და საქმის კურსში იყოს როგორც ფინანსურ თემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა შესყიდვები, გაყიდვები, შემოსავლები, მომგებიანობა და.ა.შ, ასევე, იცოდეს და მართავდეს ობიექტზე მომხდარ ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენას, იქნება ეს პროდუქციის ნაშთები, მომწოდებელთან ანგარიშსწორება, იურიდიულ პირზე გაყიდვები, წარმოება თუ სხვა.
მაგრამ, რა ხდება მაშინ, თუ ბიზნესის მფლობელს ან მენეჯერს უწევს გამგზავრება, ვერ ახერხებს რამდენიმე დღე მისვლას ობიექტზე?
თუ სარგებლობთ პროგრამით ოპტიმო, ზემოთ ხსენებული პრობლემები დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან შეგიძლიათ ისევე მართოთ თქვენი ბიზნესი მობილურით ან ლეპტოპით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, როგორც ადგილზე ყოფნისას გააკეთებდით.
როგორ?
ოპტიმო cloud-ზე დაფუძნებული პროგრამაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ღრუბელზე ინახავს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გაძლევთ საშუალებას მართოთ ბიზნესი სახლიდან გაუსვლელადაც კი.
რას ნიშნავს cloud-ზე დაფუძნებული პროგრამა?
Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა „ვებ-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის“ სინონიმია. როდესაც პროდუქტი ღრუბელზეა განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ მონაცემები ინახება და ხელმისაწვდომია ინტერნეტში და არა თქვენს მოწყობილობაზე, რაც თავის მხრივ თავიდან აგარიდებთ მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაკარგვის საფრთხეს და არ დაამძიმებს თქვენს კომპიუტერულ ტექნიკას ფაილებით.
მაგრამ, თუ ინტერნეტის წვდომას შეექმნა პრობლემა, ფერხდება თუ არა მუშაობა? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში იყენებთ ოფლაინ რეჟიმს, რათა განახორციელოთ უსაფრთხო ტრანზაქციები, რომლებიც დამუშავდება ავტომატურად, როდესაც განახლდება ინტერნეტთან წვდომა.
რა უპირატესობებით ხასიათდება ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამა?
მომსახურება დანახარჯების გარეშე
არჩევანის შეჩერება Cloud-ზე დაფუძნებულ პროგრამაზე კომპანიას თავიდან არიდებს ტექნიკაზე (სერვერი, ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობები და სხვა) გაწეულ ძვირადღირებულ დანახარჯებს. Cloud მომსახურება ეს ერთგვარი იჯარაა, რაც გაძლევთ უფლებას თქვენთვის სასურველი დროით და პირობებით, ისარგებლოთ პროგრამული უზრუნველყოფით.
მოქნილობა და სიმარტივე
Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამით სარგებლობისას თქვენ სწრაფად, მარტივად და ეფექტურად შეგიძლიათ მოერგოთ თქვენს ბიზნეს საჭიროებებს. მაგალითად სწრაფად აწარმოოთ გადახდები საკრედიტო ბარათით, სმარტფონით ან პლანშეტის ბარათის წამკითხველის გამოყენებით, მიიღოთ შეკვეთები ტელეფონით. მოახდინოთ მარტივი აპლიკაციების ინტეგრაცია და მართოთ ბიზნესი პროგრამის საშუალებით, ინტეგრირდით და მართოთ ელ. კომერცია ფიზიკურ ობიექტთან ერთად ერთ სივრცეში.
გაყიდვების ანალიტიკა ნებისმიერი ადგილიდან
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ გაყიდვების ანალიტიკა ნებისმიერი ადგილიდან ლეპტოპით ან სმარტფონით. გადახდის როგორი მეთოდიც უნდა აირჩიოს მომხმარებელმა, გაყიდვების ყველა მონაცემი ერთ ადგილას იყრის თავს და ხელმისაწვდომი ხდება თქვენთვის, სადაც არ უნდა იყოთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მარტივად ჩამოტვირთოთ და გააანალიზოთ ჩანაწერები Microsoft Excel და Google Sheets-ის მეშვეობით.
მართეთ მარაგები დისტანციურად
აღრიცხოთ და მართოთ მარაგები შორიდანაც კი, რათა სწორად აწარმოოთ შესყიდვები და მუდმივად იცოდეთ რა მოცულობის ნაშთი გაქვთ საწყობსა და დახლებზე. Cloud-ზე არსებული სერვისები იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ცვალებადი საჭიროებები აქვთ.
უსაფრთხოება
Cloud მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენი კომპანიის პროგრამული ლიცენზიები და ინფორმაციული ბაზა მაქსიმალურად არის დაცული. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს საფრთხე, რადგანაც მინიმუმამდეა დაყვანილი ინფორმაციის დაკარგვის რისკი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება Cloud სივრცეში და თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია, დაუკავშირდეთ მას. სწორედ რისკებისადმი გამძლეობა და უსაფრთხოებაა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც აუცილებელს ხდის Cloud მომსახურებაზე გადასვლას.
ავტომატური განახლებების მიღება მუდმივ რეჟიმში
Cloud მომსახურება უზრუნველყოფს მონაცემების მარტივ გაცვლას და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ავტომატური განახლებები. როდესაც კომპანია Сloud მომსახურებით სარგებლობს, სხვა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობის გარდა მას აქვს შესაძლებლობა ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ისარგებლოს მისთვის შექმნილი სიახლეებით.
სისწრაფე და მოხერხებულობა
მთავარია, გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა და Cloud სერვისის მეშვეობით ოპტიმოს პროგრამასთან დაკავშირება ძალიან მარტივია. ნებისმიერი წერტილიდან უკავშირდებით თქვენს საინფორმაციო ბაზას და ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი დრო ან სხვადასხვა ტიპის რთული პროცედურის გავლა.
Cloud-ზე დაფუძნებული პროგრამით სარგებლობა ეს არის მეტი მოქნილობა თქვენი ბიზნესისათვის!