Skip to main content

როგორ შევარჩიოთ პროგრამა მაღაზიისთვის

rogor-shevarchio-programa-magaziistvis

თუ გაქვთ მაღაზია, კვების ობიექტი, დრაივი აუცილებლად გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას, მოსახერხებელი და კომფორტული იქნება როგორც მენეჯერისთვის, ისე თქვენს ობიექტზე მომუშავე პერსონალისთვის და ამავდროულად იზრუნებს, მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც თავისთავად პირდაპირ კავშირშია საქმის წარმატებასთან.

იმისთვის რომ განავითაროთ ბიზნესი, არ დახარჯოთ დრო ისეთ რუტინულ საქმეებზე, როგორიცაა პროდუქციის აღრიცხვა, შესყიდვებისა და გაყიდვების ხელით შეყვანა ფაილში, ან თუნდაც აღწერა ფურცელზე და ამის ნაცვლად მეტი იფიქროთ განვითარებაზე აუცილებელია, გქონდეთ ციფრული ხელსაწყო, რაც ზემოთ ხსენებულ ოპერაციებს თვითონ შეასრულებს და თქვენ მოგაწვდით მზა რეპორტებს, სტატისტიკებს და ზოგადად ინფორმაციას ბიზნესის შესახებ.

სანამ დაიწყებთ ასეთი პროგრამის ძებნას თქვენი მცირე ან საშუალო ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ რა მოთხოვნებს უყენებთ მას – რა ტიპის დავალებებს უნდა ასრულებდეს, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებს უნდა ფლობდეს, რომ დაგეხმაროთ საქმის უკეთ კეთებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს უსაფრთხო, ზედმიწევნით უნდა ამუშავებდეს ინფორმაციას გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, აღრიცხავდეს მარაგებს და გეხმარებოდეთ სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულებაში.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ განსხვავებული მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რესტორნის მფლობელსა და ტანსაცმლის ბუტიკის მენეჯერს, თუმცა, შესაძლოა შეირჩეს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერგება ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტის საჭიროებებს მისი მრავალმხრივი ფუნქციონალით.

რა შემთხვევაში გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა?

ოპტიმალური პასუხი არის – ნებისმიერ შემთხვევაში!

არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესის მოცულობას, თუ შეისყიდით და შემდეგ ყიდით პროდუქტს, ახდენთ ელექტრონულ გადახდებს – ეს მიუთითებს, რომ თქვენთვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღაზიის პროგრამის დაყენება. რატომ?

იმიტომ რომ აწარმოოთ უსაფრთხო გაყიდვები, იცოდეთ რა რაოდენობის და კონკრეტულად რა სახეობის პროდუქტი გაქვთ მარაგში, გქონდეთ ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, შემოსავლებზე, მომგებიანობაზე და.ა.შ.

თუ არ იცით, ზუსტად რა რაოდენობის პროდუქტი იყიდება თქვენს ობიექტზე დღის/თვის განმავლობაში და შესაბამისად არ გაქვთ ინფორმაცია მარაგებზე, ვერ განსაზღვრავთ რამდენის შესყიდვაა საჭირო. შედეგად, ფინანსებს ვერ მისცემთ სწორ მიმართულებას და შესაძლოა, ისეთი პროდუქტი დაგიგროვდეთ საწყობში, რომელსაც რეალიზაცია უჭირს, ბესტსელერის მარაგი კი მოულოდნელად ამოგეწუროთ.

რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე, რაც უფრო მეტად ხართ ინფორმირებული, მით  უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

გარდა ამისა, კარგი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა დადებითად აისახება თქვენი ბიზნესის იმიჯზე, რაც დამატებითი სარგებელია თანამშრომლების სტაბილურობის განცდისთვის და კონტრაქტორებისთვის, ვისთანაც ამყარებთ ან დაამყარებთ საქმიან ურთიერთობას.

რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევამდე?

საწყისი ღირებულება

რა თანხის სანაცვლოდ მოხდება თქვენს ობიექტზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება და რა დრო დასჭირდება ამას.

ყოველთვიური გადასახადი

რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს თქვენგან პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, რათა დაფიქრდეთ ღირს თუ არა იმ სარგებლის მიღება იმ თანხად, რისი გადახდაც მოგიწევთ

მოწყობილობა

გჭირდებათ თუ არა სპეციალური მოწყობილობა პროგრამის დასაყენებლად თუ შესაძლებელია, თქვენს საკუთრებაში არსებულ ლეპტოპზე, ან პერსონალურ კომპიუტერზე დაყენება?

თუ გჭირდებათ დამატებითი მოწყობილობა, მაშინ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ რა მოცულობის ინვესტირებას მოითხოვს თქვენგან, ერთიანად უნდა გადაიხადოთ თუ შესაძლოა გადანაწილება და.ა.შ.

გარდა ამისა, უნდა გაიგოთ რამდენად მარტივია მასში მუშაობა, საჭიროებს თუ არა სპეციალურ ტრენინგებს და სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილებას, როგორ განვითარდება მოვლენები პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში და.ა.შ.

ფუნქციონალი

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, აუცილებლად უნდა გამოარკვიოთ კონკრეტულად რაში დაგეხმარებათ პროგრამა:

უკავშირდება თუ არა ტერმინალს, პოს აპარატს, ინტეგრირებულია თუ არა rs.ge-თან, შეძლებთ თუ არა ზედნადებების დადასტურებას, კორექტირებას. მარაგების მართვისა და აღრიცხვის როგორი სისტემა აქვს, მოგაწვდით თუ არა რეპორტებს გაყიდვების, შესყიდვების შესახებ, მოახდენთ თუ არა მომწოდებელთან ანგარიშსწორებას მისი მეშვეობით, შესაძლებელია თუ არა წარმოების, ან რამდენიმე ფილიალის ერთი სივრციდან მართვა და.ა.შ.

აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს მარაგების მართვისა და გაყიდვების პროგრამა ოპტიმო, რომელსაც მისი მოქნილობისა და  სიმარტივის გამო მაღაზიის პროგრამასაც უწოდებენ.

ოპტიმო ნამდვილად არის საუკეთესო მეგზური ბიზნესის გონივრულად მართვის გზაზე.