პირად ცხოვრებასა თუ საქმიანობაში დროისა და ვითარების ეფექტური მართვა წარმატების მთავარი გასაღებია. როდესაც გაქვთ საკუთარი ბიზნესი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ოპერაციების ოპტიმიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, წინ გადადგმული უმთავრესი ნაბიჯია.
სწორ მართვის სტილს, მოაქვს წარმატება, ამაში კი უდიდესი როლი იმ პროგრამას ენიჭება, რომელიც გეხმარებათ მარაგების მართვაში და გაწვდით ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომლითაც მარტივად ხედავთ არსებულ პრობლემებს და გამოსწორების გზებს.
რას ნიშნავს მარაგების მართვა და კონტროლი
მარაგების მართვა ნიშნავს, იცოდეთ რამდენი და რა სახეობების პროდუქტი გაქვთ დახლებსა და საწყობში დროის სხვადასხვა მონაკვეთში, რითაც განსაზღვრავთ შესასყიდი პროდუქტის აუცილებლობას და მუდმივად დააკმაყოფილებთ მომხმარებლებს არსებული მარაგით.
ამ საქმიანობის წარმოება დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, მაგრამ თუ ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე შეაჩერებთ არჩევანს, როგორიცაა ოპტიმო, ყველაფერი გამარტივდება.
ოპტიმოში პროდუქციის ერთჯერადად აღრიცხვის შემდეგ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღებთ ინფორმაციას ობიექტზე არსებული ნაშთების შესახებ, გაანალიზებთ შედეგებს და ამის მიხედვით დაგეგმავთ შესყიდვებს.
მარაგების არასწორმა აღრიცხვამ შეიძლება ბევრი სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს და უკან დასწიოს თქვენი ბიზნესი, ამიტომ გიზიარებთ იმ ძირითად სტრატეგიებს, რომელიც დაგეხმარებათ მაღაზიის სწორად მართვაში
მიზნები და ამოცანები
პირველი ნაბიჯი მარაგების ეფექტურად მართვისთვის არის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
ჩამოყალიბდით რა არის თქვენი მიზანი – დაზოგოთ ფინანსები იმ მომენტისთვის არასაჭირო პროდუქციის შესყიდვით, არ დააკავებინოთ საწყობში ადგილი არასაჭირო პროდუქციას, გქონდეთ მარაგები ყოველთვის და სააქციო შეთავაზებების დროს მოულოდნელად არ ამოგეწუროთ მარაგი გაზრდილი მიმართვიანობის მიუხედავად.
მიზნის განსაზღვრის შემდეგ დასახეთ როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგები და ნაბიჯ- ნაბიჯ დაიწყეთ შესრულება, ამასთან იზრუნეთ რომ რუტინულმა საქმეებმა არ „შეჭამოს“ თქვენი მთავარი ამოცანა, რომლის შესრულებისკენაც ისწრაფვით.
მარაგების მართვის პროგრამის გამოყენება დაგეხმარებათ, რომ არ მოცდეთ ისეთი ყოველდღიური საქმეების კეთებით, რაც პროგრამას მარტივად შეუძლია შეასრულოს, ამ დროში კი თქვენ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგათ მიზნის მისაღწევად.
იცნობდეთ თქვენი ობიექტის დახლებსა და თაროებს ისე, როგორც საკუთარ ხელებს
შეკვეთის გაკეთებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადებს, როგორც წესი მაღაზიებსა და მომწოდებლებს ხელშეკრულებით აქვთ გაწერილი რა ვადის პროდუქცია უნდა შევიდეს ობიექტში და როდის უნდა მოხდეს მისი გატანა/დაბრუნება.
ვადების მონიტორინგი შეამცირებს პროდუქტის გაფუჭებისა და გასაყიდად უვარგისის ობიექტში დარჩენის ალბათობას. ისეთი ხელსაწყოების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, თავიდან აგაცილებთ პროდუქტის დროზე ადრე გაფუჭებას. ამ პროცესის დიჯიტალიზაცია მოგცემთ საშუალებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
კიდევ ერთი თემა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადია – არის თაროების ეტიკეტირება, მალფუჭებადი პროდუქტების ფასები ხშირად იცვლება, რაც ნიშნავს რომ უნდა შეიცვალოს ფასმაჩვენებელიც. ამ საკითხის მოგვარება მარტივად შესაძლებელია ციფრული ეტიკეტით, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ ფასი.
შეკვეთილი და მიღებული პროდუქციის კონტროლი
პრაქტიკაში უამრავია ისეთი შემთხვევა, როცა მომწოდებელი ობიექტს აწვდის შეთანხმებულზე მოკლევადიან პროდუქტს, ან წუნდებულს, რაზეც პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მომწოდებელს ეკისრება, მაგრამ უმთავრესია, პრობლემა დროულად იქნეს აღმოჩენილი, რომ მოხდეს კომუნიკაცია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.
სწორედ ამ მიზნით ბევრმა სავაჭრო ობიექტმა დაიწყო პროგრამაში შეკვეთის ფორმისა და ინვოისის შეტანა, სადაც შესაძლებელია კომენტარების სახით მიეთითოს თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ვადა კონკრეტული მომწოდებლის მიერ წარმოებულ პროდუქტს, შეკვეთიდან რამდენ ხანში უნდა მოვიდეს თქვენს ობიექტამდე, რა რაოდენობის უნდა იყოს შეკვეთა და.ა.შ.
იცნობდეთ პროდუქტებს კარგად
აუცილებლად უნდა იცნობდეთ თქვენს ობიექტზე არსებულ პროდუქტებს კარგად, უნდა იცოდეთ რომელია ის სახეობა, რაც არასდროს არ უნდა ამოგეწუროთ და მუდმივად გქონდეთ მარაგში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ არა მხოლოდ ერთი სახეობა, არამედ სხვადასხვა ვარიანტები, მაგალითად, შეიძლება ობიექტზე კარგად იყიდებოდეს რძე, მაგრამ აუცილებელია მის გვერდით იყოს უცხიმო რძე, რომელსაც შედარებით ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.
მარაგების მართვის პროგრამა დაგეხმარებათ ამოიცნოთ რომელია თქვენი ბესტსელერი პროდუქტი და იზრუნებს, იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი მოგცემთ მეტ მოგებას
რაში დაგეხმარებათ მარაგების მართვის პროგრამა ოპტიმო?
ზემოთ ჩამოთვლილ თითქმის ყველა საკითხს მოაგვარებს ოპტიმო,
აღრიცხავს და მართავს მარაგებს, მუდმივად გექნებათ ინფორმაცია გაყიდულ და შესყიდულ პროდუქციაზე, ობიექტზე არსებულ ნაშთებზე, ასევე იგი მარტივად „ცნობს“ ყველაზე კარგად გაყიდვად პროდუქციასა და მას, რომელსაც უჭირს რეალიზაცია, იქნებით ინფორმირებული დღის/თვის რა მონაკვეთია თქვენი ობიექტისთვის უფრო მომგებიანი/დატვირთული, რამდენია უშუალოდ თქვენი მოგება.
დაგეხმარებათ მარტივად აწარმოოთ შესყიდვები, დაადასტუროთ ან დააკორექტიროთ ინვოისები, შეინახოთ დოკუმენტები ქლაუდზე ისე, რომ არ გადატვირთოთ თქვენი კომპიუტერული ტექნიკის მეხსიერება.
შეჯამების სახით რომ ვთქვათ, ოპტიმო იზრუნებს ყველა იმ მნიშვნელოვან და რუტინულ საქმეზე, რასაც დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება, თქვენ კი გექნებათ მეტი დრო წარმატებისკენ მიმავალი ნაბიჯების დაგეგმვასა და სისრულეში მოსაყვანად.